“იბერიული დერბი” უხვგოლიანი ფრით დასრულდა (ვიდეო)

თარიღი: ივნისი 15, 2018

ქალაქ სოჭში პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის B ჯგუფის პირველი ტურის მეორე მატჩი გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ფრედ, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა: მე-4 წუთზე ნაჩომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წააქცია და მთავარმა არბიტრმა ჯანლუკა როკიმ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად თავად დაზარალებულმა შეასრულა და ანგარიშიც გახსნა – 1:0. ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას “ფურია როხა” დაეუფლა და ზუსტად ოც წუთში წონასწორობაც აღადგინა: სერხიო ბუსკეტსმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა დიეგო კოსტა, რომელიც ჯერ პეპეს გაუსწორდა, შემდეგ კი – ჟოზე ფონტეს, დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მართალია, ბურთი ძირითადად ესპანელებს ეჭირათ, მაგრამ ტაიმის მიწურულს პორტუგალიელები ხელმეორედ დაწინაურდნენ: რონალდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი პირდაპირ დავიდ დე ხეას მიმართულებით წავიდა, თუმცა ესპანელთა კიპერმა ვერ შეიმაგრა და კარში შეგორდა, პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ტაიმი მოიგო – 2:1.

მატჩის მმეორე ნახევარი ესპანელებმა აქტიურად დაიწყეს და 55-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს კიდეც: დავიდ სილვამ ჯარიმიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ მეორე სართულზე ბრძოლა სერხიო ბუსკეტსმა მოიგო და ბურთი კარის გასწვრივ გადააგდო, დასწრებაზე კი დიეგო კოსტამ ითამაშა და წონასწორობა აღადგინა – 2:2. ზუსტად სამ წუთში ნაჩომ შეხვედრის სტარტზე დაშვებული შეცდომა გამოისყიდა: ესპანელმა მცველმა საჯარიმოს გარედან უძლიერესი და ულამაზესი დარტყმით პორტუგალიელთა კარში მესამე ბურთი გაიტანა – 2:3.

“ფურია როხამ” ბურთი კარგად დაიჭირა და მატჩი მშვიდად მიჰყავდა გამარჯვებამდე, თუმცა ფერნანდო იეროს გუნდს მოგება კრიშტიანუ რონალდუმ არ დაანება. პორტუგალიელთა ლიდერმა 88-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა და ჰეთთრიკი გაიფორმა – 3:3.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ირანის ნაკრებმა მაროკო ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატი
B ჯგუფი (I ტური)
პორტუგალია — ესპანეთი 3:3 (2:1)
გოლები: რონალდუ 4′ (პენ), 44′, 88′ — დიეგო კოსტა 24′, 55′ ნაჩო 58′.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ჩელსის” დირექტორმა საბერძნეთში ჩასულ ფანებს ჩიფსები დაურიგა (ფოტო)

20 სექტემბერს ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში ლონდონის “ჩელსი” საბერძნეთში “პაოკს” ეწვია. მატჩი საკმაოდ დაძაბული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემრე ჯანმა ბოდიში მოიხადა: “არ მინდოდა ჩემი სიტყვებით ქალებისთვის შეურაცხყოფა მიყენე

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა ემრე ჯანმა “ვალენსიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარისთვის ბოდიში მოიხადა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკ კლატენბურგი რონალდუს ეპიზოდზე: ფელიქს ბრიხმა შეცდომა დაუშვა

“ვალენსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0-2) ფელიქს ბრიხმა კრიშტიანუ რონალდუ არასპორტული საქციელის გამო [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” ახალი ბაზის მშენებლობისთვის 50 მილიონს გამოყოფს

იურგენ კლოპმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც “მერსესაიდელებს” ახალი ბაზის მშენებლობისთვის 50 მილიო...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემირო: “მოდრიჩს ფენომენალური წელი აქვს, მაგრამ ოქროს ბურთს სხვა იმსახურებს”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო თვლის, რომ წლევანდელ ოქროს ბურთს კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს, მიუხედავად იმისა, [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

მილნერი: “მამაჩემს “მანჩესტერ იუნაიტედი” სძულდა და წითლის ჩაცმა მიკრძალა

მერსესაიდული “ლივერპულის” ინგლისელი ნახევარმცველი FourFourTwo-სთვის მიცემულ უახლეს ინტერვიუში აღიარებს, რომ მამამისს “მანჩესტერ იუნა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მეტა”, “გაგრა”, “შუქურა” – ყველა 1/4 ფინალისტი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია. დღეს ერთმანეთს ეროვნული ლიგა 2-ის, მე-3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას რეიტინგი: საქართველოს ნაკრებმა ბოლო 5 წლის საუკეთესო შედეგი აჩვენა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიფას რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და ამჯერად, 93-ე ადგილზე გადაინაცვლა. ფიფამ ერთა ლიგაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი გოლი MLS-ში – “სან ხოსეს” “გოლდენ სტე

ქართველების გუნდი MLS-ში, “სან ხოსე” კვლავ ახალი მცველების ძიებაშია. დღეს გამთენიისას “სან ხოსე” 3-1 უგებდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ფენომენალურად არ გვითამაშია, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა”

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონი ჟოზე მოურინიოს “მანჩსტერ იუნაიტედმა” შვეიცარიული ტესტით დაიწყო, რომელიც “წითელმა ეშმაკუნებმა&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრი: “რონალდუს გაგდებამ წაგების დიდი რისკის წინაშე დაგვაყენა”

ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “ვალენსია” “მესტალიაზე” დაამარცა. “ბებერი ქ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე როსი: “რთულია ეთამაშო გუნდს, რომელიც თავს უთავო ქათმებივით გაგრძნობინებს”

“რომა” ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ჯგუფურ ეტაპში მარცხით ჩაერთო. “მგლები” მადრიდის “რეალს” ეწვივნენ და არც [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაბილ ფექირი: “დიდებული შედეგია, კრიტიკოსებს პასუხი მოედანზე გავეცით”

“ლიონის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაბილ ფეკირიმ, რომელიც “ეტიჰად სტედიუმზე” გატანილი ერთ-ერთი გოლის ავტორი გახლავთ, მატჩის შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” მოულოდნელი ანტი რეკორდის ავტორი გახდა

ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების ჯგუფურ ეტაპზე პირველი სენსაცია დაფიქისრდა – არც თუ ისე კარგ ფორმაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” ევროთასების რეკორდი დაამყარა

19 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “რომა” მიიღო. მატჩი მადრიდელთა [&hellip...
წაკითხვა