იბრაჰიმოვიჩი: “20 წლის რომ ვიყო, ოთხ გოლს გავიტანდი”
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მილანელებმა “ბოლონია” “სან სიროზე” 2:0 დაამარცხეს. შეხვედრაში ორივე გოლი 38 წლის იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა.
“კარგ ფორმაში ვარ, ვშრომობ. გავიმარჯვეთ და მეტი გოლის გატანაც შემეძლო. 20 წლის რომ ვიყო, კიდევ ორ გოლს გავიტანდი. მოხუცი არ ვარ, მე ბენჯამინ ბატონი ვარ, ასაკში ვიწყებ და ახალგაზრდა ვკვდები! ხუმრობის გარეშე, გუნდმა კარგად ითამაშა, ჯერ 100 პროცენტით ფორმაში არ ვართ, ამიტომაც შეცდომები დავუშვით.
ჩვენი მიზანია, რომ “მილანი” წელს უკეთესი იყოს, ვიდრე გასულ სეზონში. ახალგაზრდები ბევრს შრომობენ, გვისმენენ, ისინი დისციპლინას იცავენ და ყოველთვის კონცენტრირებულები არიან. ამ სეზონში ყველა მატჩი ისე უნდა ჩავატაროთ, თითქოს თასის ფინალში ვთამაშობდეთ.
მომწონს, როცა პასუხისმგებლობა მაქვს. არ მინდა, ხალხმა ჩემ ასაკზე ილაპარაკოს. არ აქვს მნიშვნელობა, 38 წლის ვარ თუ არა, მინდა ისე მიყურებდნენ, თითქოს 20 წლის ვიყო”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Sky Italia-ს.