იბრაჰიმოვიჩი: “ბექჰემს უარი მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გამო ვუთხარი”

თარიღი: ივლისი 26, 2016

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზებები MLS-ის კლუბიდანაც მიიღო. მისი თქმით, მას ამერიკაში დევიდ ბექჰემი ეპატიჟებოდა, თუმცა შვედმა ამერიკაში წასვლას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება ამჯობინა.

“დევიდი ჩემი კარგი მეგობარია და მან მთხოვა, რომ მის გუნდში (“მაიამი”) მეთამაშა.” – განაცხადა ზლატანმა. “მაგრამ, ჩემი მიზანი დიდი მწვერვალების დაპყრობაა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად. MLS-ს დიდ პატივს ვცემ და არაფერს არ გამოვრიცხავ.

როდესაც “პსჟ-ს” დატოვება გადავწყვიტე, ბევრი შეთავაზება მივიღე. ზლატანის შემთხვევაში ეს ნორმალურია.

ვიცი, რომ ამერიკულ გუნდებს ჩემი გადაბირება სურდათ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ჟოზესთან ერთად მუშაობის შესაძლებლობამ ყველაზე მეტად მომხიბლა.”

მსგავსი სიახლეები