იბრაჰიმოვიჩი: “დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს”
შვედეთის საფეხბურთო ნაკრებისა და “მილანის” შემტევი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 39 წლის ასაკში საკუთარი ფორმით კმაყოფილია და თვლის, რომ დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს.
“ახლა სრულად განსხვავებულ სიტუაციაში ვიმყოფები. დასამტკიცებელი აღარაფერი მაქვს, კარიერაში მეტს ვეღარაფერს გავაკეთებ, გარდა სიამოვნების მისაღებად თამაშისა.
ვგულისხმობ იმას, რომ 39 წლის ვარ და სათანადო დონეზე ვთამაშობ როგორც ნაკრებში, ასევე “მილანში”. ამ ასაკში ამის გაკეთება ძალიან ცოტას თუ შეუძლია,” – აცხადებს შვედი სუპერვარსკვლავი.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა რამდენიმე დღის წინ სწორედ საქართველო ნაკრებთან მატჩში განაახლა და გიორგი ლორიას კარში გატანილი გოლის მომენტში საგოლე გადაცემა სწორედ მან მიითვალა.