იბრაჰიმოვიჩი ძალებს MLS-შიც გამოცდის
შვედ თავდამსხმელს საკუთარი კვალის დატოვება ოკეანისპირა ლიგაში სურს.
33 წლის წინახაზელი მზადაა, უახლოეს მომავალში შეუერთდეს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სტივენ ჯერარდი, ფრენკ ლამპარდი, დავიდ ვილია, კაკა, რაული, რობი კინი და ანდრეა პირლო.
“ბუნებრივია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში მსურს. ეს დიდი გამოცდილება იქნება. ვიცი, რომ MLS დიდ პროგრესს განიცდის და ამერიკის კლუბის შემოთავაზება სასიხარულო იქნება. თუ ჩემპიონატმა ამ ტემპით განაგრძო ზრდა, ათ წელიწადში უდიდეს დონეს მიაღწევს,”-განუცხადა ზლატანმა Yahoo! Sports.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს საფრანგეთის ჩემპიონებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.