იბრაჰიმოვიჩი: “ედეგორმა მამამისისგან თავი უნდა დაიხსნას”
“პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აცხადებს, რომ მარტინ ედეგორმა მამამისისგან თავი უნდა დაიხსნას.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, ნორვეგიისა და შვედეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნორვეგიელთა ახალგაზრდა მოთამაშე მარტინ ედეგორზე კითხვა დაუსვეს.
“მას ჰყავს მამა, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს. უპირველეს ყოვილისა, ედეგორი უნდა გაიზარდოს, გახდეს კაცი და შემდეგ მამამისისგან თავი დაიხსნას. მარტინმა კარგად ითამაშა, ბურთს იშვიათად კარგავდა. კარგია, რომ ის უკვე თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა Aftonbladet-ს.
ცნობისთვის, მარტინ ედეგორის მამა ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ნორვეგიული კლუბების ღირსებას იცავდა.