იბრაჰიმოვიჩი: “გატუზოს დავურეკე და ვუთხარი, ჩემი შვილისთვის დაბადების დღე მიელოცა”
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოზე ისაუბრა. შვედი ფეხბურთელის თქმით, მან რამდენიმე დღის წინ ყოფილ თანაგუნდელს დაურეკა და სთხოვა, მისი შვილისთვის დაბადების დღე მიელოცა.
“გუშინ გატუზოს დავურეკე და ვთხოვე, ჩემი შვილისთვის დაბადების დღე მიელოცა. რინო მისი ფავორიტი ფეხბურთელია. ჩემს ვაჟს ძალიან მოსწონს გატუზოს ხასიათი და მენტალიტეტი, რომელსაც ის მოედანზე ავლენდა. რინოს ვუთხარი, რომ თუ მისალოც ვიდეოს არ გამოაგზავნიდა, ნეაპოლში ჩავაკითხავდი და ისე მოუწევდა დაბადების დღის მილოცვა. ერთხელ ჯენარო ნაგვის ურნაში მოვათავსე. ეს იმას ჰგავს, როცა მაიკ ტაისონი, მუჰამედ ალი და ბრუს ლი ერთმანეთს უპირისპირდებიან. მაშინ ვხუმრობდით”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი და გატუზო 2010-2012 წლებში “მილანში” ერთად თამაშობდნენ.
"Una volta ho messo Gattuso a testa giù in un bidone…"@Ibra_official a #CTCF da @fabfazio 😂 pic.twitter.com/KgHhbkF7ld
— Che Tempo Che Fa (@chetempochefa) March 7, 2021