იბრაჰიმოვიჩი: “კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა”
“მილანის” თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა. შვედმა ფეხბურთელმა კოვიდ-19-ის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღო.
ზლატანმა ვირუსის დადასტურების შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.
“გუშინ ტესტზე ნეგატიური პასუხი მივიღე, დღეს კი – დადებითი. ჯერ სიმპტომები არ მაქვს. კოვიდი მამაცი ყოფილა, ჩემთან დაპირისპირება რომ გაბედა. ცუდი იდეაა”, – წერს იბრაჰიმოვიჩი.
I tested negative to Covid yesterday and positive today. No symptoms what so ever. Covid had the courage to challenge me. Bad idea
— Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) September 24, 2020