იბრაჰიმოვიჩი მალდინისთან მოლაპარაკებებს გამართავს
„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას სპორტული დირექტორის პოსტზე „მილანის“ ლეგენდარული მცველის პაოლო მალდინის დანიშვნა სურს.
იტალიური პრესის ცნობით, პარიზული კლუბის წინადადებაზე 45 წლის პაოლომ უარი უკვე თქვა, რაც იმის იმედით გააკეთა, რომ ადგილს მას მშობლიურ „მილანში“ შესთავაზებენ.
ამის მიუხედავად, პსჟ მაინც არ ნებდება. არაოფიცალური ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი მილანში ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაგზავნის, რომელიც მალდინის პირადად შეხვდება და მასთან ზემოხსენებულ თემას განიხილავს.
ალექსანდრე მატევოსოვი