იბრაჰიმოვიჩი: “მანჩესტერ იუნაიტედის” გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ყველაზე ყველაზე დიდი კლუბები, რომლებშიც მას უთამაშია, “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მილანია”.
შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს, მანჩესტერელებმა ინგლისის სუპერთასის მატჩში “ლესტერი” ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი სწორედ შვედმა თავდამსხმელმა გაიტანა.
“მიხარია, რომ ახალ გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოვიგე. ძალიან გახარებული ვარ. მინდა, კიდევ უფრო მეტი მოვიგო. შეიძლება ითქვას, “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველაზე დიდი კლუბია, რომელშიც მითამაშია. მის გვერდით მხოლოდ “მილანს” დავაყენებდი”, – ციტირებს ზლატანის სიტყვებს ESPN.