იბრაჰიმოვიჩი: “მე და დედაჩემს ხორვატული ფესვები გვაქვს, ამიტომ მოდრიჩის წარმატება მიხარია”
“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი წარმატება უხარია.
როგორც იცით, 2018 წელს ლუკა მოდრიჩმა ოქროს ბურთი, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და რამდენიმე ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა.
“მოდრიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნახევარმცველია. მას ფანტასტიკური სისწრაფე აქვს და მოედანს ბრწყინვალედ ხედავს. მისი ბურთის ფლობაც საოცარია.
როცა მოდრიჩი ახალგაზრდა იყო, მის წინააღმდეგ მითამაშია. ახლა ის გამოცდილი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ოქროს ბურთი და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო. მიუხედავად ასეთი ტიტულებისა, ხშირად არ ხდება, როცა ასეთი მოთამაშე ასე ფასდება. როგორც წესი, საუკეთესოდ თავდამსხმელებს ასახელებენ ხოლმე. მოდი, ვთქვათ, 2018 წელი მოდრიჩის წელი იყო. მე და დედაჩემს ხორვატული ფესვები გვაქვს, მოდრიჩიც ხორვატია, ამიტომაც მისი წარმატება მიხარია. ეს ჩვენი სისხლის ნაწილია”, – უთხრა იბრაჰიმოვიჩმა DAZN-ს.