იბრაჰიმოვიჩი: “მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”
გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ მან დანიის ნაკრების ყველა ფეხბურთელს კარიერა დაასრულებინა.
შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს, დანიამ საკუთარ მოედანზე შვედეთი მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმართა მხრიდან ორივე გოლი ზლატანმა გაიტანა. ორი მატჩის ჯამში, შვედებმა ანგარიშით 4:3 გაიმარჯვეს და ევრო 2016-ის საგზური მოიპოვეს.
“ისინი ამბობდნენ, რომ ამ მატჩის შემდეგ კარიერას დავასრულებდი. თუმცა, მე მთელ დანიის ნაკრებს კარიერა დავასრულებინე”, – ციტირებს იბრას სიტყვებს BBC.