იბრაჰიმოვიჩი: “მომდევნო თერთმეტმეტრიანს კესი შეასრულებს!”
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ვერონასთან” გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ზლატანმა 66-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა 93-ე წუთზე გოლი მაინც გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
“გაბრაზებული ვარ, რადგან ფრე კარგი შედეგი არ არის. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, პენალტი ვერ გამოვიყენე და ვფიქრობ, მომდევნო თერთმეტმეტრიანს კესი შეასრულებს! ასე უკეთესი იქნება… ორი გოლი გავუშვით და ორი გავიტანეთ, თავდაჯერებულობა არ დაგვიკარგავს. გვინდა, რომ ყველა მატჩი მოვიგოთ.
ახლა ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს და როცა იღლები, 100 პროცენტით ვეღარ იხარჯები. საბედნიეროდ, სანაკრებო პაუზა იწყება, დასვენება ნამდვილად მჭირდება”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Football Italia.