იბრაჰიმოვიჩი: ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია?
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მას უთამაშია, ადრიანო იყო.
“ბევრი დიდებული ფეხბურთელის თანაგუნდელი ვიყავი. მითამაშია ისეთ ფეხბურთელებთან, რომლებიც უკვე გასაოცრები იყვნენ. მითამაშია ტალანტებთან, რომლებიც შესანიშნავები გახდნენ. თუმცა, ყველაზე ნიჭიერი ადრიანო იყო.
როცა “ინტერში” გადავედი, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ მინდოდა, ადრიანო გუნდში დარჩენილიყო, მასთან ერთად თამაშის სურვილი მქონდა. ის ცხოველი იყო, ყველა პოზიციიდან დარტყმა შეეძლო. მასთან ორთაბრძოლაში შესვლა ყველას უჭირდა. თუმცა, მისი წარმატებული კარიერა ხანმოკლე იყო”, – განაცხადა შვედმა.