იბრაჰიმოვიჩი რონალდუს წინააღმდეგ, რონალდუ იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ
დღეს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ერთმანეთში განმეორებით მატჩს გამართავენ. პირველი შეხვედრა, როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელებმა მინიმალური უპირატესობით მოიგეს – 1:0. რაც არ უნდა აღფრთოვანებული ვიყოთ შვედების დისციპლინებული და პორტუგალიელთა ურთიერთშეთანხმებული თამაშით, ეს მატჩი ქომაგებში მაინც რონალდუ-იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირებად აღიქმება. ფიფას პრესსამსახურმა ეს ორი ფორვარდი შვიდი კრიტერიუმით შეადარა ერთმანეთს.
სიმაღლე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანო რონალდუზე ათი სანტიმეტრით მაღალია (195 სმ და 185 სმ);
სანაკრებო გოლები: ზლატანს ნაკრების რიგებში ჩატარებულ 95 მატჩში 46 გოლი აქვს გატანილი, რონალდუს კი – 108 შეხვედრაში 44 გოლი;
გოლები ტოპ-კლუბებში: იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა 208 გოლი, რონალდუმ – 304;
გოლები მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე: იბრაჰიმოვიჩს 5 ჩატარებულ მატჩში არცერთი გოლი არ გაუტანია, რონალდუს 10 შეხვედრაში 2 გოლი აქვს;
სატრანსფერო ღირებულება: ზლატანს 143,5 მილიონი ფუნტით აფასებენ, კრიშტიანოს – 92,2 მილიონით;
ტიტულები: იბრაჰიმოვიჩის კოლექციაში 10 ჯილდოა, ამდენივე ტიტული აქვს რონალდუს;
მატჩები ერთმანეთის წინააღმდეგ: იბრაჰიმოვიჩის აქტივში 1 გამარჯვება, 4 ფრე და 3 წაგებაა. შესაბამისად, რონალდუს აქტივში 3 მოგება, 4 ფრე და 1 მარცხია.
მატჩი შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.
ბექა დოგრაშვილი