იბრაჰიმოვიჩი: “რთული ასახსნელია, რა მოხდა”
“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “დელა მადონინაში” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედმა ფეხბურთელმა თქვა, რომ “როსონერი” მეორე ტაიმის დასაწყისში გაჩერდა და ფეხბურთის თამაში შეწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ “მილანი” “ინტერს” პირველი ტაიმის შემდეგ ორბურთიანი უპირატესობით უგებდა, საბოლოოდ კი მატჩი “ინტერის” გამარჯვებით 4:2 დასრულდა. ზლატანმა ამ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
“რთული ასახსნელია, რა მოხდა. შესვენებაზე, გასახდელში ფეხბურთელებმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეორე ტაიმის პირველი 15 წუთი გადამწყვეტი იქნებოდა, ჩვენ კი ამ 15 წუთში ორი გოლი გავუშვით. თამაში შევწყვიტეთ, პასებს აღარ ვაკეთებდით, გუნდმა თვითრწმენა დაკარგა.
ვფიქრობ, გამოცდილება დაგვაკლდა. როცა ორბურთიანი უპირატესობით იგებ, უნდა იცოდე, როგორ უნდა გააკონტროლო თამაში. პირველი ტაიმი იდეალურად ჩავატარეთ. “ინტერისგან” მეტს ველოდი, პირველ ტაიმში მათი თამაში მეორე ადგილზე მყოფი გუნდის თამაშს არ ჰგავდა. თუმცა, შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა”, – უთხრა იბრამ Sky Sport Italia-ს.