იბრაჰიმოვიჩი: “თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, მაშინ ზლატანი მიდის ვირუსთან!”
“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. შვედი თავდამსხმელი იტალიის საავადმყოფოებისა და ექიმების დასახმარებლად თანხის შეგროვებას იწყებს. ის კოლეგებსა და გულშემატკივრებს აქციაში ჩართვისაკენ მოუწოდებს.
“იტალია ყოველთვის ბევრს მაძლევდა, ამ დრამატულ მომენტში კი მინდა, ამ ქვეყანას, რომელიც მიყვარს, უფრო მეტი დავუბრუნო. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ, აქციის დაწყება გადავწყვიტე. ეს სერიოზული პრობლემაა და დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ.
იმედი მაქვს, ჩემი კოლეგების სულგრძელობის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენისა და იმ ადამიანების, რომლებსაც სურთ მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მცირე ან დიდი თანხა გაიღონ ვირუსის დასამარცხებლად.
დღეს ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ იმ საავადმყოფოებს, ექიმებსა და სანიტრებს, რომლებიც ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღიურად მუშაობენ. დღეს ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც მათ ვამხნევებთ!
მოდით, ყველამ ერთად მოვუგოთ კორონავირუსს ეს მატჩი. და, გახსოვდეთ: “თუ ვირუსი არ მიდის ზლატანთან, ზლატანი მიდის ვირუსთან!” – აცხადებს იბრაჰიმოვიჩი.
ვებ-გვერდი, სადაც თანხა გროვდება: www.gofundme.com/f/kick-the-virus-away