იბრაჰიმოვიჩი: “თუ იტალიაში დავბრუნდები, სკუდეტოსთვის ბრძოლა მსურს”
“ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების საკითხზე ისაუბრა. შვედი ფეხბურთელი თვლის, რომ მას სერია A-ში, სეზონში 20 გოლის გატანა შეუძლია.
ზლატანის თქმით, მას კვლავაც უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლა სურს.
“იტალია ჩემი მეორე სახლია. შემოთავაზებებს გაადავხედავ, მაგრამ მინდა, რომ უმაღლესი მიზნებისათვის ვიბრძოლო. თუ იტალიაში დავბრუნდები, მინდა, სკუდეტოსათვის ვიბრძოლო და კონტრაქტი რომელიმე კლუბთან მხოლოდ იმიტომ არ გავაფორმო, რომ მე იბრაჰიმოვიჩი ვარ. ვფიქრობ, კვლავაც შემიძლია სარგებლის მოტანა. შემიძლია, სერია A-ს ერთ სეზონში 20 გოლი გავიტანო”, – ამბობს იბრაჰიმოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის თავდამსხმელს სხვადასხვა დროს “იუვენტუსში”, “ინტერსა” და “მილანში” უთამაშია. მან სერია A სამივე კლუბის რიგებში მოიგო.