იბრაჰიმოვიჩის ექიმი: “ზლატანი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ რთულია მის დაბრუნებაზე საუბარი”
იბრაჰიმოვიჩი უკვე ხუთი თვეა, რაც რეაბილიტაციის პროცეს გადის და მის დაბრუნებას ყველა მოუთმენლად ელოდება.
შვედმა ფეხბურთელმა დაზიანება აპრილში, ევროპა ლიგაზე, “ანდელეხტის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო. გასულ სეზონში ზლატანი მანჩესტერელთა შემადგენლობაში შესანიშნავი იყო, მის ანგარიშზე 28 გატანილი გოლია. ვინ იცის, როგორ დაასრულებდა სეზონს იბრაჰიმოვიჩი, რომ არა ეს შემთხვევა. მას კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან, მხოლოდ 1 წლით ჰქონდა, მაგრამ მხარეების შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივდა.
როგორც ვარაუდობენ წითელი ეშმაკების ახალი ათიანი დეკემბერში უნდა დაბრუნდეს, მაგრამ მისმა ექიმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა: “ზლატანი, რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, მაგრამ სრულყოფილად ჯერ ის მზად არ არის. როგორც ექიმს მსურს, მალე ვიხილო ის მოედანზე, თუმცა არ ღირს აჩქარება. ეს მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდეს ის მზად იქნება. არ ვნერვიულობ, რადგან აღდგენით პროცეს დრო სჭირდება და ყვეალფერი გეგმის მიხედვით მიდის.”
35 წლის ფორვარდი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც მოხვდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოურინიო მასზე ჯერ კიდევ ამყარებს იმედებს.