იბრაჰიმოვიჩის კომენტარი წლის საუკეთესო გოლთან დაკავშირებით

თარიღი: სექტემბერი 28, 2018

“ლოს ანჯეელეს გალაქსის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პუშკაშის ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ფიფამ წლის საუკეთესო გოლად სალაჰის მიერ “ევერტონის” კარში გატანილი გოლი დაასახელა, რასაც ბევრი უკამყოფილება მოყვა.

ზლატანს ამ საკითხთან დაკავშირებით ამერიკელი ჟურნალისტები ესაუბრნენ.

– თქვენი აზრით, სალაჰის გოლი საუკეთესო იყო?
– არა.

– ვისი გოლი იყო საუკეთესო?
– ვფიქრობ, კრიშტიანომ ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ კანდიდატები არ მინახავს. თუ იქ ჩემი გოლი არ არის, მაშინ ჩემთვის საინტერესო აღარაა. ჩემს მიერ “ლოს ანჯელესის” კარში გატანილი გოლი კანდიდატებს შორის უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები