იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსიში” სადებიუტო შეხვედრაში მეორე გოლიც გაიტანა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 1, 2018

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსიში” დებიუტი დუბლით აღნიშნა.

შვედი თავდამსხმელი, MLS-ში, “ლოს ანჯელესის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი ანგარიშით 1:3 მარცხდებოდა. იბრამ 77-ე წუთზე შესანიშნავი გოლით ანგარიში 3:3 გახადა, 91-ე წუთზე კი თავური დარტყმით ახალ გუნდს გამარჯვება მოუტანა – 4:3.



მსგავსი სიახლეები