იბრაჰიმოვიჩმა შვედეთის ნაკრების პრესკონფერენციაზე იტირა (ვიდეო)
22 მარტს, შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდრერსონმა და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც ცნობილია, პანდემიის დროს, ზლატანის ოჯახი შვედეთში ცხოვრობს, თავად თავდამსხმელი კი ცხოვრებას მილანში აგრძელებს. პრესკონფერენციაზე იბრას ჰკითხეს, თუ რა რეაქცია ჰქონდათ მის შვილებს, როცა ის ნაკრებში დაბრუნდა. 39 წლის თავდამსხმელმა ამ საკითხზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.
“მათი დატოვება ძალიან რთული იყო. ვინსენტმა იტირა და არ უნდოდა, რომ აქედან წავსულიყავი. ახლა, ყველაფერი კარგადაა. ნაკრების წყალობით, საშუალება მომეცა, რომ მათთან ერთად გარკვეული დრო გავატარო”, – თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
Zlatan volvió a Suecia y su hijo Vincent lo recibió con un “papá, no vuelvas a irte”. Ibrahimovic regresa a la Selección, pero su vida sigue en Milano, alejado de su familia en medio de la pandemia. Las lágrimas de emoción, lo dicen todo. No fue una vuelta más a casa… pic.twitter.com/0GBNi91Igf
— SportsCenter (@SC_ESPN) March 22, 2021