იელავიჩი ნაკრებს დაემშვიდობა

თარიღი: ოქტომბერი 11, 2014

“ჰალ სიტის” ფორვარდმა, ნიკიცა იელავიჩმა, საერთაშორისო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ბულგარეთის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ფეხბურთელმა ხორვატიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს განუხადა, რომ გუნდში მისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ნაკრების შემადგენლობაში აღარ ითამაშებს.

“სამწუხაროა, თუმცა ნიკიცამ ასეთი რამ მართლაც თქვა. მადლობა მას ყველაფრისთვის, რაც ნაკრებისთვის გაუკეთებია. იელავიჩს საკლუბო კარიერაში და ცხოვრებაში წარმატებებს ვუსურვებ” – განაცხადა კოვაჩმა.

 

მსგავსი სიახლეები