იენს ლემანი: “ფავორიტი ატლეტიკოა”
ლონდონის “არენალის” და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ იენს ლემანმა დღვანდელ ფინალზე ისაუბრა.
“გუნდებს განსხვავებული სათამაშო სტილი აქვთ. ერთი შეხედვით მოგების მეტი შანსი “რეალს” აქვს, მგრამ “ატლეტიკომ” ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და ამ ფაქტორმა სამეფო კლუბზე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უნდა იმოქმედოს.
“ატლეტიკოს” დაცვაში კარგად შეუძლია თამაში, რაც ამ მატჩში მნიშნველოვანი იქნება. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით ფავორიტი “ატლეტიკოა” – განაცხადა ლემანმა.