იეპესი „სან-ლორენცოს“ ტოვებს

თარიღი: ნოემბერი 19, 2015

39 წლის კოლუმბიელმა მცველმა მარიო იეპესმა არგენტინულ „სან-ლორენცოსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა. პარასკევს „მილანის“ ექს-ფეხბურთელი გუნდთან ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.

იეპესი „სან-ლორენცოში“ გასულ წელს გადავიდა და გუნდთან ერთად 2014 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაშიც მოასწრო, სადაც არგენტინელები ფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები