IFFHS: ეროვნული ლიგა რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა

თარიღი: იანვარი 21, 2021

ყველასათვის ცნობილმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) 2020 წლის საუკეთესო ჩემპიონატების რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ 14-წლიანი პაუზის შემდეგ საუკეთესო ჩემპიონატად იტალიის სერია A დასახელდა. იტალიური ჩემპიონატი 1991-2006 წლებში დომინირებდა და ათჯერ დასახელდა საუკეთესოდ, თუმცა მას შემდეგ ჰეგემონია ესპანეთს, ინგლისსა და გერმანიას დაუთმო.

თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის შედეგი. ზემოხსენებული ორგანიზაციის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, ჩემპიონატმა დიდი რეგრესი განიცადა – ეროვნული ლიგა 2019 წელთან შედარებით რეიტინგში 24 ერთეულით დაქვეითდა და ახლა 75-ე პოზიციას იკავებს.

IFFHS-ის ცნობით, საქართველოზე უკეთესი ჩემპიონატი აქვთ შემდეგ ქვეყნებს: აზერბაიჯანი, ფარერების კუნძულები, ტანზანია, სომხეთი, ვენესუელა, სუდანი, გვატემალა, კონგო, ჰონდურასი, კატარი, პერუ, ბოლივია, ნიკარაგუა, მაროკო და ა.შ.

ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

1. იტალია – 1026 ქულა;
2. ინგლისი – 1003;
3. ბრაზილია – 964;
4. ესპანეთი – 954;
5. გერმანია – 864;
6. პორტუგალია – 721;
7. საფრანგეთი – 661;
8. პარაგვაი – 610.5;
9. არგენტინა – 603;
10. ეკვადორი – 579.5

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოხსენებული ორგანიზაცია არ ავრცელებს ინფორმაციას რეიტინგის შედგენის მეთოდიკასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ “ანორთოსისს” ქულა მოუტანეს (ვიდეო)

1 მარტს, კვიპროსის ჩემპიონატში “ანორთოსისმა” საკუთარ მოედანზე “აპოლონი” მიიღო და ფრედ 2:2 ითამაშა. სტუმრები 65-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამოტოვებს

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთან” გასამართ ორივე მატჩს გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი მიუნხენის “ბაიერნია”. &#...
წაკითხვა
ფეხბურთი

მირონ მარკევიჩი: “გიორგის ვურჩევდი, რომ არ იჩქაროს”

ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა, მირონ მარკევიჩმა, რომელიც ახლა უკრაინის ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია, გიორგი წიტაიშვილის შესახებ ისაუბრა. [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაბრიელმა მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

“ვალენსიას” რიგებში მოთამაშე გაბრიელ პაულისტამ “ხეტაფესთან” განცდილი გამანადგურებელი მარცხის (3-0) შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორია “მანჩესტერ იუნაიტედის” შედეგები დიდი ექვსეულის კლუბებთან?

პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩს “სტემფორდ ბრიჯმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “ჩელსის” დაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიოვი “ბუნდესნაკრებში” გაშვებულ ფეხბურთელებს აბრუნებს?

გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვი, ნაკრებში მატს ჰუმელსის, ჟერომ ბოატენგისა და ტომას მიულერის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო სიმეონეს ისტორიული მიღწევა “ატლეტიკოში”

შაბათს ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში “ატლეტიკომ” ურთულეს ბრძოლაში “ვილიარეალი” ანგარიშით 0-2 დაამარცხა. შედეგად ორმტჩიანი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ბევრმა “ლივერპული” ნაადრევად ჩამოწერა”

მერსესაიდულმა “ლივერპულმა” პრემიერ ლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. იურგენ კლოპის გუნდმა გასვლაზე “შეფილდ იუნაიტედი”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავში” მალდინი ითამაშებს

საფეხბურთო კლუბ “თელავის” რიგებში 20 წლის ბრაზილიელი მცველი, პაბლო მალდინი ითამაშებს. მალდინი “ფლამენგოს” 20-წლამდეთა გუნდში [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბენ დეივისი: “ბეილს უსამართლოდ აკრიტიკებენ”

ლონდონის “ტოტენჰემის” მცველმა, ბენ დეივისმა, პრესასთან საუბრისას გარეტ ბეილი დაიცვა და განაცხადა, რომ ის უელსელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მომენტები “სპარტაკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

ყაზანის “რუბინმა” მოსკოვის “სპარტაკი” 0-2 დაამარცხა და უდიდესი წვლილი გამარჯვებაში ხვიჩამ დადო. მოკლე ვიდეო ხვიჩას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “სწორ გზას დავუბრუნდით”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ლა ლიგის 25-ე ტურში “რეალ სოსიედადთან” გასამართ მატჩამდე პრესკონფერენც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაკაზეტმა, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთში გააგრძელოს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ალექსანდრე ლაკაზეტმა კარიერა, შესაძლოა, მშობლიურ საფრანგეთში გააგრძელოს. გავლენიან ბრიტანულ გამოცემა Th...
წაკითხვა