იგორ ანგელოვსკი: “ხვალ ვინც მოედანზე იქნება, მაქსიმუმს გაიღებს”
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ საქართველოსთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენია გამართა
“მიუხედავად იმისა, რომ ესტონეთთან მატჩში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარს მივაღწიეთ – ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპის ჩემპიონატამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. ხვალ ვეთამაშებით იმ მეტოქეს, რომელსაც ფინალშიც შევხვდებით. დანაკლისის მიუხედავად, ხვალ ვინც მოედანზე იქნება, მაქსიმუმს გაიღებს. შვიდ დღეში სამი მატჩის გამართვა პირველად გვიწევს. ტრავმირებულების კუთხით, პრობლემა საქართველოს ნაკების მწვრთნელსაც აქვს”, – განაცხადა ანგელოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიას ხვალ სკოპიეში დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.