იგორ კოკოშკოვი მაკედონიასთან თამაშზე ფიქრობს
საბერძნეთთან წაგების შემდეგ კომენტარები გააკეთეს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა და ცენტრმა გიორგი შერმადინმა.
– თუ არ ჩავთვით საწყის წუთებს, საბერძნეთის ნაკრები პირველ ტაიმში მოედანზე მარტო თამაშობდა. ჩვენ ვერ შევძელით მათი შორი სროლებისგან თავი დაგვეცვა. სამწუხაროდ, ბერძნები ხშირად რჩებოდნენ პერიმეტრზე თავისუფლები და სამქულიანები რომ წარმატებით ესროლეს, ამის ბრალიც არის. ცუდი პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს საკადრისი პასუხი გავეცით და ვითარება გამოვასწორეთ. ეს კარგი იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ისე სათამაშო კუთხით, რადგან მთავარი ბრძოლა ხვალ გველის. ბიჭებმა ირწმუნეს, რომ ბრძოლა შესაძლებელია, გუნდმა მეორე ტაიმში კარგი კალათბურთი ითამაშა და იმედი მაქვს, ხვალ ყველა საკუთარ მაქსიმუმს აჩვენებს, – განაცხადა კოკოშკოვმა.
– ჩვენ ვითამაშეთ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან. საბერძნეთი ჩემი აზრით ოქროს მედლების მოგების ერთ-ერთი კანდიდატია. ძალიან რთული იყო წარმატებაზე ფიქრი, თუმცა მეორე ნახევარში გამოვაჩინეთ ჩვენი ძალა და იმედი იმისა, რომ ხვალინდელ მატჩში წარმატებას მივაღწევთ, გაგვეზარდა. მაკედონიასთან დიდი ბრძოლა გველის და თუ შედეგიანად ვითამაშებთ, შანსი გვაქვს, პლეი ოფში გავიდეთ, – ეს უკვე შერმადინის სიტყვებია.