იგუაინი კარიერის დასასრულებლად არგენტინულ კლუბში გადავა

თარიღი: მაისი 23, 2020

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარიერის დასრულება არგენტინულ “რივერ პლეიტში” სურს.

“რივერი” არის კლუბი, რომელმაც მე ყველაფერი მომცა. მათი წყალობით “რეალში” თამაშის შესაძლებლობა მომეცა. თუმცა, ახლა “იუვენტუსში” ვარ და არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.

გალიარდოს გუნდი ძალიან მიმზიდველია, კვალიფიცირებული ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული… მათი “ცხრიანს” ძალიან ბევრი საგოლე მომენტი ექმნება.

კარიერის მიწურულს “რივერში” მინდა დაბრუნება, როგორც ყველა იმ ფეხბურთელს, რომელსაც აქამდე აქვს ამ კლუბსი ნათამაშები,” – აცხადებს იგუაინი.

შეგახსენებთ, რომ იგუაინს კონტრაქტს “ბიანკონერისთან” 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები