იგუაინი: “რომას დამარცხება შეგვიძია”

თარიღი: მარტი 9, 2014

“რომასთან” გასამართი მატჩის წინ “ნაპოლის” ფორვარდმა გონსალო იგუაინმა თავისი გუნდის შანსებზე ისაუბრა და ნეაპოლზე ისაუბრა.

“ნეაპოლი – საფეხბურთო თვალსაზრისით იდეალური ქალაქია. ჩემი მთავარი მიზნები აქ სკუდეტო და დიეგო მარადონას რეკორდია. წინ ბევრი სეზონი მაქვს და ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, გოლების გატანაზე ვარ კონცენტრირებული.

“რომასთან” გამარჯვება აუცილებლად გვესაჭიროება, თუ მეორე ადგილზე გვაქვს პრეტენზია. მთავარია მოვინდომოთ და შედეგი აუცილებლად იქნება. ეს თასის გათამაშებაშიც კარგად გამოჩნდა, როდესაც რომაელები 3:0 დავამარცხეთ” – განაცხადა იგუაინმა.

მსგავსი სიახლეები