“იგუაინი საცოდავი ბიჭია, ჯანდაბაშიც წასულა”

თარიღი: მარტი 5, 2022

გასულ კვირას MLS-ის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ტურში დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფი “ინტერ მაიამი” ფლორიდაში “ჩიკაგო ფაირს” დაუხვდა და ანგარიშით 0:0 დაუზავდა.

მოგვიანებით “ჩიკაგო ფაირის” შემტევ ფაბიან ჰერბერსს “ინტერ მაიამის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეფასება სთხოვეს. გერმანელმა ფეხბურთელმა არგენტინელის მიმართ საკმაოდ უარყოფითად ისაუბრა.

“ჯანდაბაშიც წასულა (ცენზურა დაცულია). საცოდავი ბიჭია. მის თანაგუნდელობას ნამდვილად არ ვისურვებდი. არ მინდა, რომ მასთან რაიმე კავშირი მქონდეს. პირველივე მატჩში გამოავლინა უარყოფითი თვისებები. ყოველი დაკარგული ბურთის შემდეგ თვალებს აბრიალებდა და ნეგატივს აფრქვევდა. ძალიან უარყოფითი და დესტრუქციული იყო თანაგუნდელების მიმართ, რომელთა დახმარებასაც უნდა ცდილობდეს. როგორც ლიდერი, მათ მოტივირებას უნდა ახდენდეს, მხარს უნდა უჭერდეს. თუ იგუაინი ისევ ასე გააგრძელებს, მისთვის და “ინტერ მაიამისთვის” საკმაოდ რთული სეზონი იქნება”, – ციტირებს ჰერბერსის სიტყვებს “ფუტბოლ იტალია”.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი “ინტერ მაიამის” 2020 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2021 წლის სეზონში 34 წლის თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

უეფამ ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცა

დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცეს. 2024-2025 წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზული სკანდალი ბულგარეთში: დროის გაყვანის ყველაზე უნიჭო მცდელობა (ვიდეო)

კომიკური ისტორია განვითარდა ბულგარეთის მესამე დივიზიონში “ბალკანსა” და “ბელასნიცას” შორის გამართულ მატჩში. შეხვედრის კომპენსირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძემ “ტრაბზონსფორს” თურქეთის ჩემპიონობა მიულოცა

“ჰალ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ თავის ყოფილ გუნდ “ტრაბზონსფორს” თურქეთის ჩემპიონობა მიულოცა. “ტრაბზონსფორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მინო რაიოლა გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებს მისი ოჯახი. “ღრმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მინო რაიოლას ოფიციალური განცხადება

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ცოცხალია. იტალიელი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს: “მათ ვისაც ასე აინტერესებს ჩემი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაიოლას თანაშემწე: “მინო არ გარდაცვლილა”

საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას თანაშემწე ხოსე ფორტეს როდრიგესი იტალიელის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინის ჩემპიონატი დასრულებულად გამოცხადდა

უკრაინის პრემიერლიგის 2021-2022 წლების გათამაშება ვადაზე ადრე დასრულდა. დღეს ტურნირის მონაწილეთა შეხვედრა გაიმართა. ჩემპიონატის კლუბებმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰამბურგი” გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტს არ გამოისყიდის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება მოუწევს. ავტორიტეტული გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

შესაძლოა, ლუის სუარესი თურქეთში წავიდეს

შესაძლოა, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კარიერა თურქეთში გააგრძელოს. ესპანური “ასი” იუწყება, რომ ურუგვაელი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიდევ ერთი არგენტინელი “ინტერში”?

შესაძლოა, მილანის “ინტერის” რიგებს კიდევ ერთი არგენტინელი ფეხბურთელი შეემატოს. “რადიო კონტინენტალის” ცნობით, “ნერაძური&#...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვან ნისტელროი “პსვ”-ს უთავკაცებს

ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი “პეესვე ეინდჰოვენს” უთავკაცებს. მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი მომავალი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბექჰემს საკუთარ გუნდში მესის, სუარესის, ბუსკეტსის და ალბას ხილვა სურს

“ინტერ მაიამის” თანამფლობელ დევიდ ბექჰემს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს. როგორც ესპანური გამოცემა “მარკა” იტყობინება, ინგლისელს...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: კვარაცხელიამ “რუბინი” დატოვა

ყაზანის “რუბინი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბი დატოვა. შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა...
წაკითხვა
ფეხბურთი

იარმოლენკო: “არ ვიცი, როგორ აღვწერო რუსი ერი. როგორ შეიძლება მათ ნორმალურები ვუწოდოთ

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და “ვესტ ჰემის” გარემარბმა ანდრეი იარმოლენკომ უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა. 32 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა

ამსტერდამის “აიაქსის” მეკარე ანდრე ონანა ავტოავარიაში მოყვა. შემთხვევა კამერუნში მოხდა. 25 წლის ფეხბურთელი საკუთარი Range […]...
წაკითხვა