“მილანის” არგენტინელი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნდეს.
Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, “მილანს” ფინანსური პრობლემები აქვს და ეს ფაქტორიც ხელს უწყობს გონსალოს “იუვეში” დაბრუნებას.
იგუაინის საარენდო ხელშეკრულება 2021 წელს იწურება და “ბებერ ქალბატონებს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება აქვთ.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.