იკარდის მეუღლე იტალიურ ტელევიზიაში იმუშავებს
მილანის “ინტერის” ერთ-ერთი ლიდერის მაურო იკარდის მეუღლე იტალიურ ტელევიზიაში იმუშავებს. ამიერიდან, ვანდა ნარას ყოველ ორშაბათს, გადაცემა “ტიკი ტაკას” ეთერში ვიხილავთ.
“წლებია, რაც “მედიასეტიდან” მიკავშირდებიან, მაგრამ მხოლოდ ახლა დავთანხმდი, რადგანაც საჭირო მომენტად ჩავთვალე. იზაბელამ, ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა, პრაქტიკებზე დაიწყო მუშაობა და ახლა უფრო მეტი დრო მაქვს.
ამასთან ერთად, ორშაბათობიდ მაუროც თავისუფალია. შეთანხმებას ერთობლივად მივაღწიეთ და ის ამით ბედნიერია. დამოუკიდებელი ვარ, ყოველთვის ვმუშაობდი და არ მინდა კაცზე ვიყო სრულად დამოკიდებული, თუნდაც ჩემს საყვარელ მეუღლეზე.
“ინტერის” ფანი ვარ, მაგრამ ვეცდები ნეიტრალური ვიყო. ცოდნას გავიღრმავებ, რაშიც მეგობრებიც დამეხმარებიან. გავაკრიტიკებ თუ არა მაუროს? რატომაც არა,” – აცხადებს ვანდა ნარა.