ილარამენდი: “მადრიდის “რეალი” ჩემთვის ზედმეტად დიდი გუნდი არ ყოფილა”
ასიერ ილარამენდი 2013 წელს “რეალ სოსიედადიდან” მადრიდის “რეალში” გადავიდა. მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ჩაბი ალონსოს შემცვლელადაც მოისაზრებდნენ, თუმცა ბასკმა იმედები ვერ გაამართლა და ისევ სანსებასტიანურ კლუბში დაბრუნდა.
“ილარამ” საკუთარ მადრიდულ კარიერაზე ისაუბრა.
“რეალი” ჩემთვის ზედმეტად დიდი გუნდი არ ყოფილია. გუნდში თამაშის დროს საკმარისად გაბედული არ ვიყავი, რაც ჩემს თამაშზე აისახა. თუმცა, ამ ნაბიჯს მაინც არ ვნანობ.”
“ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. საინტერესო მოგონებები დამრჩა.”
“იმედი მქონდა, ყველაფერი უკეთესად წავიდოდა. თუმცა, არაუშავს: რაც მოხდა, მოხდა. უკან არასდროს ვიყურები. “რეალ სოსიედადში” ჩემი სათამაშო სტილი ვიპოვე,” – განაცხადა ბასკმა საყრდენმა.