ილია კოკაია: ჩივაძე 30 ვერცხლად ორჯერ გაიყიდა

თარიღი: სექტემბერი 15, 2015

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გუშინ გამართულ აღმასკომის სხდომას, რომელმაც 24 კლუბს წევრობაზე უარი უთხრა, ესწრებოდა „ზესტაფონის“ ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია, რომელმაც დღეს პრესკონფერენცია გამართა.

_ აღმასკომის სხდომას ვესწრებოდი, რადგან მოვალედ ჩავთვალე თავი ასე მოვქცეულიყავი. გუშინ ხომ ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდებოდა. დიდი ხანია ფედერაციაში არ ვყოფილვარ, გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად მივატოვე კლუბის ფინანსირება. ცნობილი მოვლენების გამო „ზესტაფონი“ გარიცხულიც კი იყო ფედერაციიდან, მაგრამ აღუდგინეს წევრობა. ჩემთვის მთვარი მოულოდნელობა იყო აღმასკომის წევრების აბსოლიტური უმრავლესობის აზრი, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ ქართული საფეხბურთო ოჯახი. ეს არის როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე უეფასა და ფიფას წესების დარღვევა. საერთოდ, ოთახში სკამები რომ არ ყოფილიყო, ალბათ საქმის გარჩევა „ჩაცუცქული“ მოხდებოდა. ეს არ იყო სხდომა, ეს იყო – „სხადნიაკი“. ყველაზე მეტად სამწუხარო ის იყო, რომ ამ ყველაფერს უძღვებოდა ჩემთვის საყვარელი ფებურთელი ალექსანდრე ჩივაძე და სინანულით გამოვთქვავ, რომ უკვე მეორედ გაიყიდა 30 ვერცხლად. პირველად მაშინ, როდესაც დიდ ნოდარ ახალკაცს უღალატა და მეორედ ახლა, როდესაც ღალატობს ქართულ ფეხბურთს. სხდომაზე კერძო კლუბების 3 წამომადგენელი ვიყავით და ცხადია, უმცირესობაშიც. ცუდი ის არის, რომ „უმრავლესობა“ არ ითვალისწინებს არც ინვესტორთა აზრს და არც იმას, რომ ათეულობით მილიონი აქვთ ჩადებული საქმეში. ასევე განცვირებული დავრჩი, რადგან პირველად აღმასკომის სხდომას არ ესწრებოდა იურიდიული სამსახური. ფედერაციამ „ნოუ ჰაუც“ შემოგვთავაზა. იურიდიული კომიტეტი წარმოადგინა საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმა ბოკერიამ, რომელმაც განაცხადა, რომ აქვს იურიდიული განათლება. კლუბების მოთხოვნა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური, 4–5 კლუბის მიერ წარმოდგენილი იქნა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მაგრამ მათ წევრობაზე უარი ეთქვათ და მათ საკითხს განიხილავენ რიგგარეშე ყრილობაზე.

ახლა რაც შეეხება ყრილობას: ფედერაციის 7 სუბიექტი რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს. ეს კლუბებია თბილისის „დინამო”, „ზესტაფონი”, ფოთის „კოლხეთი”, „სამტრედია”, ქუთაისის „ტორპედო”, ბოლნისის `სიონი~ და გორის „დილა”. ისინი იძულებული არიან ასეთი ნაბიჯი გადადგან, რადგან აღმასკომმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რომ რიგგარეშე ყრილობა ჩატარებულიყო და ფეხბურთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები გაწევრიანებულიყვნენ. მისი განმარტებით, ფედერაციის წესდებით სუბიექტთა მეხუთედს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის ჩატარება მოითხოვოს და იგი ლეგიტიმური იქნება თუ 35 სუბიექტიდან 18 დაესწრება. კიდევ უფრო გასაოცარი იყო, რომ ხმის მიცემის უფლება აქვს ხვიჩა ქასრაშვილს. მსგავს თაღლითებს ყრილობაზე დელეგატობის უფლება არ აქვთ. ქასრაშვილს კანონთან აქვს პრობლემა, რადგან „ზესტაფონის” დავალიანებას არ ფარავს. რომელიც წესით ერთი თვის ვადაში უნდა დაეფარა. არადა, დავალიანების დაგვიანების გამო ჩვენ საერთოდ მოგვკვეთეს ჩემპიონატიდან, ქასრაშვილს კი ხმის უფლებაც დაუტოვეს. ასევე არ ვიცი რა ვუწოდო გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ კახა ებრალიძის საქციელს, რომელმაც გამგეობის გვერდის ავლით ყრილობაზე დელეგატი ერთპიროვნულად დანიშნა და წესდება დაარღვია. მე ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია 24–ვე კლუბზე, მაგრამ „საბურთალო”, „ლოკომოტივი”, საჩხერის „ჩიხურა”, ბათუმის „დინამო” და ქობულეთის „შუქურა” ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტობას არ იმსახურებენ? როდესაც ეს ყველაფერი ვთქვი, ჩივაძემ სხდომის დატოვება მომთხოვა, მაგრამ ყველაზე მეტად მისი სიტყვები გაისმა ცუდად _ დაგვტოვე, ყველაფერი უკვე „გაიასნებული“ გვაქვსო, – განაცხადა კოკაიამ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მარკო როისი: “ბაიერნში” არასოდეს ვითამაშებდი”

მარკო როისმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბორუსიას” გარდა სხვა არცერთ გერმანულ კლუბში არ ითამაშებდა. შეგახხსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ნეიმარს “ბარსელონაში” თბილად დახვდებიან”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიურ გუნდში ნეიმარისა (“პარი სენ-ჟერმენი”) და ლაუტარო მარტინესის (“ინტერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ გამიკვირდება, თუ ამ პოსტის შემდეგ რაკიტიჩს გუნდიდან გაუშვებენ” – ხორ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ხორვატმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს რეაქცია, როცა მას უთხრეს, რომ ციხიდან ათავისუფლებდნენ (ვიდეო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა რონალდო ასისი 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ პარაგვაის ციხიდან 1.6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “მე ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და დევიდ ბექჰემზე კომენტარი გააკეთა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე ლუისი: “მესისთვის მაისური არასოდეს მითხოვია”

“ფლამენგოს” მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ. მოსამართლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დარკო პერიჩმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებს შეუსაბამა

სერბმა მსახიობმა, დარკო პერიჩმა, რომელიც სერიალში “ქაღალდის სახლი” “ჰელსინკის” როლს ასრულებს, კატალონიის “ბარსელონასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტმა ტიაგო სილვას “მილანში” შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

“პარი სენ-ჟერმენის” 35 წლის კაპიტნის, ტიაგო სილვას, აგენტი თავისი კლიენტის იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. […]...
წაკითხვა