ილიას ზუროსი: ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა

თარიღი: აგვისტო 31, 2017

დღეს, 31 აგვისტოს, ევროპის ჩემპიონატი იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელშია და B ჯგუფიდან ეცდება პლეი ოფში გასვლას. ჩვენი მეტოქეები ლიტვა, ისრაელი, იტალია, გერმანია და უკრაინაა. როგორ მოემზადა ეროვნული გუნდი ევრობასკეტისთვის და რა განწყობით ხვდება კონტინენტის უმთავრეს ტურნირს მთავარი მწვრთნელი… შეიტყვეთ ილიას ზურსის ინტერვიუდან, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის გენერალურ პარტნიორ”ევროპაბეთს” ესაუბრა, ჩვენ კი ვიდეო-ინტერვიუს წერილობით წარმოგიდგენთ…

მოსამზადებელ ეტაპს როგორ შეაჯამებდით? შეკრების მიმდინარეობისას ისეთი გუნდები დაამარცხეთ, როგორებიც ლიტვა, საბერძნეთი და სერბეთი არიან. ამ შედეგებმა გუნდზე რა ზეგავლენა მოახდინა?

ჩვენ ავაშენეთ გუნდი, რომელიც კარგი გუნდური სულისკვეთებით გამოირჩევა. ერთმანეთისთვის თამაშობენ და თამაშისგან სიამოვნებას იღებენ. რაც შეეხება შედეგებს… შედეგები კარგია, მაგრამ ისინი მოსამზადებელ პერიოდში საერთოდ არაფერს ნიშნავს. შედეგებმა გვაჩვენა, რომ კარგად გამოვიყურებით მაშინ, როდესაც ერთად ვართ, კონცენტრირებულები ვართ და ვიბრძვით. ამავე დროს ვიცით, რომ ამ გუნდების ხარისხი ძალიან მაღალია. ლიტვა, საბერძნეთი და სერბეთი არიან გუნდები, რომლებიც ახლა, წინა წლებშიც და საერთოდ ნებისიერ ტურნირზე ფავორიტთა შორის არიან, მედლებისთვის იბრძვიან. მათი კალიბრის გუნდების დამარცხება ძალიან კარგია, ამავე დროს ეს აბსოლუტური ნულია, თუ ამ ყველაფერს ევრობასკეტს შევადარებთ. ევრობასკეტი კი 31 აგვისტოს იწყება.

ევრობასკეტისთვის რამდენად მზად ხართ?

სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ ვაუმჯობესთებით დაცვაში, განსაკუთრებით დაცვიდან შეტევაში გადასვლზე ვიმუშავეთ ბოლო მატჩებში ბევრი. ფიზიკურად ყველას ვაჩვენეთ რომ საკმარისად კარგ ფორმაში ვართ. მოედანს კარგად ვფარავთ. დიდი კითხვის ნიშანია ზაზასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა გუნდთან ერთად ვარჯიშობს. რა თქმა უნდა, ზაზას სურს დაეხმაროს გუნდს, თუმცა ის არ არის იგივე ფიზიკურ კონდიციებში როგორშიც დანარჩენი მოთამაშეები. ის ცოტა გვიან შემოგვიერთდა, ტრავმა მიიღო, ვარჯიშების გაცდენა მოუწია. ის არის მოთამაშე, რომელიც უდიდესი გამოცდილებით მოდის და იმედი გვაქვს, რომ მოედანზე მისი პოზიტიური ენერგია გუნდს დაეხმარება და მოგცემს მეტ ძალას ფარქვეშ, სადაც აქამდეც ძალიან ძლიერები ვიყავით.

რა გავლენა იქონია ტრავმებმა მოსამზადებელ პერიოდზე? ჯერ სანიკიძე, შემდეგ ბურჯანაძე…

ყველაზე დიდი, აქამდე გადაუჭრელი პრობლემა სანიკიძეა. იგი ეროვნულ გუნდში 14 წლის განმავლობაში თამაშობდა. მოთამაშე დიდი გამოცდილებით და შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებით. მოთამაშე რომელსაც ბევრი მოხსნის გაკეთება შეუძლია, სასარგებლო დაცვაშიც და თავდასხმაშიც. ჩვენ დაგვაკლდება სანიკიძე ისეთ გუნდებთან მატჩში, როგორიც მაგალითად ლიტვაა. გუნდებთან, რომლებსაც ბევრი მაღლები ეყოლებათ.

სამაგიეროდ წინა წლისგან განსხვავებით, მანუჩარ მარკოიშვილი დაგვიბრუნდა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა ახლა მოიშუშა, ძალიან გვეხმარება. მას აქვს გამოცდილება, ძალიან კარგი, მაღალი კვალიფიკაციის მოთამაშეა.

გუნდის თამაშზე ახდენდა გავლენას ბურჯანაძე. ძალიან კარგი სათადარიგო ვარიანტი იყო მეოთხე ნომრისთვის. ხშირად, თამაშების მიმდინარეობისას მეხუთე ნომერზეც გვეხმარებოდა და მეტ ხარისხს გვაძლევდა.

მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გიორგი შერმადინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. განიხილავთ თუ არა ორი მაღალი მოთამაშით, შერმადინით და ფაჩულიათი ერთდროულად თამაშის ვარიანტს?

ამაზე ვფიქრობდი, თუმცა არ მჯერა რომ მოადანზე ამის გაკეთებას დიდი ხნის განმავლობაში მოვახერხებთ. შერმო მართლა ძალიან მაგრად თამაშობს, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ასევე აგრძელებს. ბედნიერები ვართ. გავიმეორებ, ზაზა ევრობასკეტზე გუნდთან ნაკკრებად ნავარჯიშები მოდის, ასე რომ თამაშის რიტმი მან შეხვედრების მიმდინარეობისას უნდა იპოვოს. დასაწყისისთვის რაც უნდა ვქნათ არის ის, რომ მეხუთე ნომერი ამ დიდი ბიჭებით დავფაროთ. უკვე შემდეგ, ტურნირის მიმდინარეობისას მოვიფიქრებთ რა ვქნათ მეოთხე ნომერზე. ვნახოთ ვინმე ვინც შეცვლის თოკო შენგელიას, რომელიც ამ დრომდე შესანიშნავად გამოიყურება, დომინირებს და გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

გავიმეორებ, ბედნიერი ვარ იმით, რომ გუნდი გუნდურად მოქმდებს. უნდა ვისაუბროთ მანუჩარ მარკოიშვილზე, რომელმაც ამ დრომდე უზარმაზარი სამუშაო შეასრულა. გიორგი ცინცაძემაც იგივე გააკეთა. მაიკ დიქსონი, რომელიც შეიძლება შედეგიანი არ არის, მაგრამ ბევრ საქმეს აკეთებს. დუდა სანაძემ რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა, დაცვაში პროგრესი აქვს და ეს ძალიან გვახარებს. აგრეთვე, მოთამაშეები, რომლებიც სკამიდან შემოდიან პროგრესირებენ. ჩემთვის დიდი სიურპრიზია ბითაძე, რომელიც ახალგაზრდაა და გვიხარია რომ ამ მატჩების ჩატარება შეძლო. ყველას აჩვენა, რომ დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია არა მხოლოდ ქართული, არამედ ზოგადად კალათბურთისთვის გახდეს მნიშვნელოვანი. ახალგაზრდაა და მომდევნო წლებში ბევრს თუ იმუშავებს კარგი კარიერა ექნება.

ევროპის ჩემპიონატზე მატჩების ჩატარება მიყოლებით მოგიწევთ. მოკლე სკამის პირობებში ამ სირთულესთან გამკლავებას როგორ გეგმავთ?

არა არის იოლი, როდესაც 7 დღეში 5 მატჩი გაქვს ჩასატარებელი, თუმცა ამავდროულად მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი სათადარიგო მოთამაშეებით. თავისი როლი კარგად ესმით, მოედანზე მაქსიმუმს დებენ. ჩვენ გუნდი ვართ. ყველა 100%-ით იხარჯება. რა თქმა უნდა სხვა გუნდებს ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ევროლიგას თამაშობენ, დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ არ გვყავს მოთამაშეები მსგავსი გამოცდილებით. ისინი საქართველოს ლიგაში თამაშობენ, მაგრამ მჯერა დიდი გული აქვთ, მოედანზე ყველაფერს ტოვებენ… მათ დიდ პატივს ვცემ. ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ თუ ასე გააგრძელებენ დიდ დახმარებასაც გაგვიწევენ.

ჩემპიონატის ფავორიტად ვინ მიგაჩნიათ?

ამ მომენტისთვის ესპანეთი ნამდვილად კარგად გამოიყურება. ლიტვა თამაშს აუმჯობესებს, ოქროს მედლის მოგების მთავარი ფავორიტები რა თქმა უნდა სერბებიც არიან. საბერძნეთი, იტალია, ხორვატია – ეს არის გუდების ჩამონათვალი, რომლებსაც რეალურად შეუძლიათ ძლიერები იყვნენ. კითხვის ნიშანია სლოვენიასთან დაკავშირებით. მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე დააკლდებათ. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყოველ წელს, იქნება სიურპრიზებიც. იმედია ერთ-ერთი ჩვენ ვიქნებით, თუმცა ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

ბოლო ათწლეულის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი

ამერიკულმა ბიზნეს-ჟურნალმა “ფორბსმა” ბოლო ათწლეულის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი დაასახელა. ათეულს მოკრივე ფლოიდ მეივეზერი ლიდ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში – ქართველს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (ვიდე

“ინდიანა პეისერსმა” გოგა ბითაძე NBA-ს G ლიგაში მოასპარეზე “ფორტ ვეინ რედ ანტსში” მესამედ გაანათხოვრა. გოგამ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიამ “ბასკონიას” “ბარსელონასთან” ბრწყინვალე ჩატენვით მოაგებინ

2 იანვარს საკალათბურთო ევროლიგის მე-17 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში “ბარსელონა” 76:74 დაამარცხა. ̶...
წაკითხვა
კალათბურთი

Sky Sports-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა

ათწლეულის დასასრულის აღსანიშნავად Sky Sports-მა ბოლო ათი წლის საუკეთესო სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ხუთეულში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმადინმა იფრინა – 32 ქულა “გრან კანარიას” წინააღმდეგ! (ვიდეო)

21 დეკემბერს, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ქართული დერბი შედგა. გიორგი შერმადინის “იბეროსტარ ტენერიფე” საკუთარ კედლებში ბექა [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ქართული წარწერა პოლ ჯორჯის ჰუდზე (ფოტო)

“ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი, პოლ ჯორჯი ქუჩაში ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჰუდით გამოჩნდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბლოკი ჯარენ ჯექსონის წინააღმდეგ (ვიდეო)

26 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “მემფის გრიზლისს” დაუპირისპირდა და 126:114 გაიმარჯვა. [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

რა უქნეს “ინდიანას” კალათბურთელებმა გოგა ბითაძის ავტომობილს (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” კალათბურთელები გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეს, გოგა ბითაძეს გაეხუმრნენ. მათი მსხვერპლი ავტოსადგომზე მყოფი ქართველი ცენტრი...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას ბრწყინვალე მატჩი – თორნიკეს 22 ქულა მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ (ვიდეო)

20 ნოემბერს, საკალათბურთო ევროლიგის მე-9 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” საკუთარ კედლებში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა