ილიას ზუროსი: “ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა”

თარიღი: სექტემბერი 16, 2018

საქართველოს ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს საბერძნეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდმა 2 დღის წინ თელ ავივში ისრაელი დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

საბერძნეთი ჯგუფის დაუმარცხებელი ლიდერია გერმანიასთან ერთად. ბერძნებმა 13 სექტემბერს სერბეთს უმასპინძლეს და 70:63 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის  შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი 24-მა ნაკრებმა დაძლია, რომლებიც მეორე ჯგუფურ ეტაპზე მუნდიალის 12 საგზურისთვის იბრძვიან.

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩამდე, 15 სექტემბერს გენერალურ ვარჯიშს სპორტის სასახლეში გამართავს.ილიას ზუროსის გუნდში ტრავმა არავის აწუხებს, ბერძნები კი თბილისში საბრძოლო შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

ჩვენს ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართება: სერბეთი ესტონეთს უმასპინძლებს, ხოლო ქართველებისგან ძლეული ისრაელი გერმანიაში ითამაშებს. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 16 სექტემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

დღეს, სპორტის სასახლეში გამართული ვარჯიშის დაწყებამდე ნაკრებს ჟურნალისტები ესტუმრნენ და მოახლოვებულ მატჩზე გაესაუბრნენ.

ილიას ზუროსი: საბერძნეთთან მოგება ძალიან რთული იქნება, რადგანაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან ვთამაშობთ. ვეცდებით, რომ საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. ძალიან კარგად ვიცით თუ ვინ არის ჩვენი მეტოქე. ამ ნაკრებს 7-დან 7 მოგება აქვს. მათ ორი დღის წინ სერბეთის დამარცხება შეძლეს. ჩვენთვის საბერძნეთთან თამაში დიდი გამოწვევაა.

მეტ ჯენინგი: ”ისრაელთან თამაშის შემდეგ, ცოტა დრო გვქონდა მოსამზადებლად. საბერძნეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია. ვიცით, რომ სწრაფი თამაში უყვართ. საბერძნეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშის წინააღმდეგ მითამაშია – ვიცი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის. ისრაელთან თამაშის დროს გუნდურად ვმოქმედებდით, ასევე უნდა ვითამაშოთ საბერძნეთთანაც. ყველამ ერთმანეთისთვის უნდა ვითამაშოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ.”

თორნიკე შენგელია: ”ისრაელთან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. იმედი მაქვს, რომ იმავეს გავაკეთებთ საბერძნეთთან და გულშემატკივარი გვერდში დაგვიდგება. ბილეთების გაყიდვა მიმდინარეობს და მოვუწოდებ ქომაგებს იაქტიურონ, რათა ბერძნებს ანშლაგით შევხვდეთ. ჩვენის მხრივ ვეცდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ. ”

დუდა სანაძე: ”საბერძნეთთან უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, მათთან წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოგება შეგვიძლია. საშინაო არენაზე ჩვენთან თამაში ყველას უჭირს. მოვუწოდებ ქომაგებს, აქტიურად დაგვიჭირონ მხარი. ამავდროულად იჩქარონ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ბილეთების უდიდესი ნაწილი გაყიდულია”.

 

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

All Star | 3-ქულიანების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

All-Star | ჩატენვების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული […...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას დრო მეიკერის გამო შეუმცირდა – “დეტროიტი” პლეი-ოფის ზონაშია

“დეტროიტ პისტონმა” და ზაზა ფაჩულიამ გამთენიისას “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღეს და 121-112 იმარჯვეს. ფაჩულიამ 7 წუთში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცა ბლეიკ გრიფინმა ზაზა ფაჩულიას დაბადების დღე (ფოტო)

10 თებერვალს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულია 35 წლის გახდა. ფაჩულიას იუბილე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე ბლოკი რუსი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

ევროლიგის 22-ე რაუნდში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტი” საკუთარ მოედანზე “ხიმკის” უპირისპირდება. შეხვედრის პირველ მეოთხედში, ბითაძემ ...
წაკითხვა
კალათბურთი

მარკ გასოლი ჯიმი ბატლერს: ნეიმარი ყველა დროის საუკეთესო არ არის

NBA-ს ვარსკვლავმა, ჯიმი ბატლერმა განაცხადა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ნეიმარი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. “მადლობ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება მაკგრეგორისთვის შექმნილი 3-მილიონიანი იახტა (ვიდეო)

კონორ მაკგრეგორს ძვირადღირებული ნივთები რომ უყვარს, ახალი არავისთვისაა. თუმცა, ირლანდიელმა ვარსკვლავმა ყველაფერი ახალ დონეზე აიყვანა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თასის გათამაშებაში სუპერლიგის გუნდები “ა” ლიგელებზე დომინირებენ

გუშინ დაწყებულ საქართველოს თასის გათამაშების მორიგ მატჩებს დღეს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. მერვედფინალური სერიის პირველი მატჩები […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო “დეტროიტის” მატჩზე დაპატიჟა

“დეტროიტ პისტონსის” ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო, უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე საკუთარი გუნდის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი და “ბუდუჩნოსტის” მოგებული მატჩი (ვიდეო)

21 იანვარს, ადრიატიკის ლიგის მე-16 რაუნდში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ კედლებში “ცედევიტა” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს თასის 1/8 ფინალის კენჭისყრა გაიმართა

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2018-2019 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა, რომელშიც რეკორდულად ბევრი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას კიდევ ერთ “ბინძურ თამაშს” აბრალებენ (ვიდეო)

“დეტროიტ პისტონსის” ცენტრს, ზაზა ფაჩულიას “ბინძურად თამაშს” ისევ აბრალებენ. ქართველმა კალათბურთელმა “მაიამისთან” გ...
წაკითხვა
კალათბურთი

“დეტროიტი” ზაზა ფაჩულიასთან ერთად იგებს – 28 წუთი და დომინირება “ჰ

“დეტროიტის” ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია დაბრუნების შემდეგ კარგ სათამაშო ფორმაში შევიდა და გუნდის გამარჯვებებში დიდი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ მადრიდის “რეალთან” ორმაგი დუბლი შეასრულა – “ბუდუჩნოსტ

18 იანვარს, ევროლიგის მორიგ ტურში გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” საკუთარ კედლებში ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, მადრიდის […]...
წაკითხვა