ილიას ზუროსმა ნაკრები ისრაელთან მატჩის წინ ნოკია არენაზე ავარჯიშა

თარიღი: სექტემბერი 13, 2018

ზუსტად 1 წლისა და 1 კვირის შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თელ ავივის “მენორა მივტახიმის ნოკია არენაზეა” და მასპინძელი ისრაელის ნაკრებს უპირისპირდება. 2017 წლის 5 სექტემბერს, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა მატჩში ილიას ზუროსმა სავსე, 8-ათასიანი ტრიბუნების წინ დრამატულ, ოვერტაიმიან მატჩში 104:91 დაამარცხა ისრაელი, თუმცა… მეორე დღეს ქართველები ქულით დამარცხდნენ იტალიასთან და დარჩნენ იმის იმედად, რომ ისრელი ჯგუფის უკნასკნელ მატჩში უკრაინას დაამარცხებდა, მაგრამ უმოტივაციოდ დარჩენილმა ებრაელებმა სლავებთან დიდი ბრძოლისუნარიანობა ვერ გამოიჩინეს და საქართველო ჯგუფში ჩარჩა.

13 სექტემბერს საქართველოს აქვს შანსი, კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს საკუთარი ძალა ისრაელის ნაკრებს. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტოო მატჩში ილიას ზუროსის გუნდი ებრაელებს კვლავ “მენორა მივტახიმის” არენაზე დაუპირისპირდება. არც ისრაელი და არც საქართველო არ არიან ჯგუფის ფავორიტები, რადგან პირველი ეტაპიდან საბერძნეთს, გერმანიას და სერბეთს გაცილებით მეტი ქულები გადმოჰყვათ და დიდი სენსაცია იქნება ამ ლიდერთა ტრიოს წინ მყოფ 6 ტურში ვინმე შეეცილოს მსოფლიო ჩემპიონტის საგზურს.

ილიას ზუროსმა “მენორა მივტახიმზე” საქართველოს ნაკრებს საღამოს ვარჯიში ჩაუტარა. ბერძენმა სპეციალისტმა აქცენტები ძირითადად სათამაშო კომპონენტებზე გააკეთა და ბიჭები ორმხრივად ათამაშა. ამასთან ერთად ზუროსმა დამცველების გარეშე, ძირითადად ბლოკების დასახვეწად საჭირო ვარჯიშები ჩაუტარა და ბოლოს, განწყობილების ასამაღლებლად, ორად გაყოფილი მოთამაშეები ცენტრიდან სროლებში შეაჯიბრა.

ტრავმა არავის აწუხებს, განწყობა კი საბრძოლოა. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ნბა-ს დრაფტში მონაწილეობაზე განაცხადი გააკეთა

საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ NBA-ს ოფისში 2019 წლის დრაფტში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ადრიან ბოუის მორიგი სამმაგი დუბლი და “მგზავრები” “დელტასთან” სერიაში დაწინაურდა

დღეს ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალმა. პირველ წყვილში  ერთმანეთს “მგზავრები” და […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რასელ ვესტბრუკმა ზაზა ფაჩულიას სახეში ჩაარტყა (ვიდეო)

5 აპრილს, NBA-ში ზაზა ფაჩულიას “დეტროიტი” სტუმრად “ოკლაჰომას” დაუპირისპირდა და 110:123 დამარცხდა. მეორე მეოთხედის ერთ-ერთ [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

რომელ პიკად აირჩევენ გოგა ბითაძეს NBA-ს დრაფტზე?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბუდუჩნოსტის” ლიდერს, გოგა ბითაძეს NBADRAFT-ის მიხედვით, დრაფტზე 21-ე პიკად აირჩევენ. ეს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯერემი ლემბმა “ტორონტოს” საკუთარი ნახევრიდან გამარჯვების მომტანი 3-ქულიანი ჩაუ

25 მარტს, NBA-ს რეგულარუ სეზონში “ტორონტო რეპტორსმა” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეტსი” მიიღო და 114:115 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ზაზა ფაჩულიას მეორე საჩემპიონო ბეჭედი გადასცეს (ვიდეო)

25 მარტს, NBA-ს რეგულარულ სეზონში “გოლდენ სტეიტმა” “ორაკლ არენაზე” ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსი” მიიღო და [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

გაბრაზებულმა კაზინსმა მეტოქის ფეცსაცმელი ტრიბუნებზე მოისროლა (ვიდეო)

26 თებერვალს, გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით ჩატარებულ მატჩში, “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” გასვლაზე “შარლოტ ჰო...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა

24 თებერვალს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ბოლო შეხვედრა გამართა. ილიას […]...
წაკითხვა
კალათბურთი

მონტელას ირანის ნაკრებში ეპატიჟებიან

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” წერს, რომ ვინჩენცო მონტელას ირანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იწვევენ. წყაროს თანახმად, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

პირველი არხის განცხადება საბერძნეთი-საქართველოს საკალათბურთო მატჩთან დაკავშირებით

დღეს, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

პატივისცემა: რა გააკეთა თად მაკფადენმა 16 საათიანი ფრენის შემდეგ?

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარებს და შეკრებას კრეტაში გადის. […...
წაკითხვა
კალათბურთი

ილიას ზუროსმა საბერძნეთში გამგზავრების წინ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა

ილიას ზუროსმა საბერძნეთის მატჩისთვის მოთამაშეები შეარჩია. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა შემადგენლობა დღეს, საბერძნეთში გამგზავრების წინ, [&he...
წაკითხვა
კალათბურთი

All Star | 3-ქულიანების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში 3-ქულიანების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

All-Star | ჩატენვების კონკურსი (ვიდეო)

17 თებერვალს, NBA-ს All-Star-ის უიქენდის ფარგლებში ჩატენვების კონკურსი ჩატარდა, რომლის სრულ მიმოხილვასაც აქვე გთავაზობთ: იხილეთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შეკრება დაიწყო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდის გაფართოებული […...
წაკითხვა