ილიას ზუროსმა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12 კალათბურთელი შეარჩია

თარიღი: სექტემბერი 11, 2018

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 13 და 16 სექტემბერს მეორე ეტაპის სადებიუტო მატჩებს გამართავს თელ ავივსა და თბილისში.

საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოდან „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, გაფართოვებული შემადგენლობით ემზადება. ილიას ზუროსმა თავდაპირველად 19 კანდიდატი გამოიძახა, რომელთაგან მოახლოვებული მატჩებისთვის 12 მოთამაშე შეარჩია.

ეროვნული ნაკრები 12 სექტემბერს, გამთენიისას გაემგზავრება ისრაელში, სადაც 13-ში, თელ ავივის „ნოკია არენაზე“ ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება. ისევე, როგორც პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მეორეშიც 6 მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან ისრაელის, ესტონეთისა და საბერძნეთის ნაკრებები, რომლებსაც ილიას ზუროსის გუნდი გასვლა – სახლის პრინციპით დაუპირისპირდება.

პირველი ეტაპის შემდეგ მოხდა ჯგუფების გაერთიანება. ანუ ჩვენი ჯგუფიდან გასული 3 გუნდი სხვა ჯგუფის 3 საუკეთესოსთან გაერთიანდა. პირველი ეტაპზე დაგროვილი ქულები ყველა გუნდს მეორე ეტაპზე გადმოჰყვა. შესაბამისად, აქამდე ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ფავორიტები არიან გერმანია და საბერძნეთი, რომლებსაც პირველი ეტაპიდან 6 გამარჯვება გადმოჰყვათ. საქართველოს 2 მოგება აქვს, ხოლო ჩვენს უახლოეს მეტოქე ისრაელს – 3.

ისრაელთან ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში დაბრუნდება და 16 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძემ NBA-ში პირადი რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

8 აპრილს, NBA-ში “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებსი “მინესოტა ტიმბერვულვზს” დაუპირისპირდა და 141:137 გაიმარჯვა. გოგა ბითაძე [...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის 10 ქულა და 7 მოხსნა “შარლოტის” წინააღმდეგ (ვიდეო)

3 აპრილს, NBA-ში, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში “შარლოტ ჰორნეთსს” დაუპირისპირდა და 97:114 დამარცხდა. [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის დაფარება “დალასთან” მატჩში (ვიდეო)

27 მარტს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “დალას მავერიქსი” მიიღო და მეტოქე 109:94 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ბერას მხარდაჭერა გამოუცხადა (ფოტო)

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ბერა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა. მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა სოციალურ ქსელში [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

აიზეია ტომასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს: “მოკეტე!”

“სელტიკის” ყოფილი გამთამაშებელი, აიზეია ტომასი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა. შვედმა ფეხბურთელმა ლებრონ ჯეიმს პოლიტიკური განც...
წაკითხვა
კალათბურთი

ლებრონ ჯეიმსმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს უპასუხა

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Discovery Plus-თან ინტერვიუში ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა. შვედმა ფეხბურთელმა NBA-ს ვარსკვლავს ფე...
წაკითხვა
კალათბურთი

რა გაუკეთა? – გიორგი შერმადინი სერბი კალათბურთელის წინააღმდეგ (ვიდეო)

გიორგი შერმადინი ფილიპ პეტრუშევის წინააღმდეგ იხილეთ ვიდეო Shermadini doing Jokic things against Serbia 😄#EuroBasket | […]...
წაკითხვა
კალათბურთი

All Star-ის სასტარტო ხუთეულები ცნობილია!

NBA-მ 2021 წლის “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” სასტარტო ხუთეულები გამოაქვეყნა. გუნდების კაპიტნები ლებრონ ჯეიმსი და კევინ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს ნაკრები რეიტინგში მეექვსეა

ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე 32 ნაკრების რეიტინგში საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილამდე აღზევდა. ეს გახლავთ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

‘ახლა კორპუსში ცხოვრება დიდი გამოწვევაა’ – თორნიკე შენგელიამ მოსკოვში ცხ

მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის პოდკასტში კაილ ჰაინსთნ ვიტორიასა და მოსკოვს შორის განსხვავებებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერიმ კაპიტოლიუმში შეჭრილ აქტივისტებს ტერორისტები უწოდა

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს “გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარი მწვრთნელი, სტივ კერი, გამოეხმაურა. როგორც იცით, დონალდ ტრამპის […]...
წაკითხვა
ბლოგი

2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეული სპორტული ფოტო

ფოტოსააგენტო Getty Images, Reuters-თან და AFP-სთან თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 40 ყველაზე გამორჩეულ ფოტოს გვთავაზობთ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ტრავმა “დენვერთან” მატჩში (ვიდეო)

26 დეკემბერს, NBA-ში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “დენვერ ნაგეთსი” 121:108 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისა “კლიპერსის”...
წაკითხვა
კალათბურთი

ცნობილია – როგორია გოგა ბითაძის ანაზღაურება კონტრაქტის გახანგძლივების შემდეგ?

“ინდიანა პეისერსმა” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს კონტრაქტი 2024 წლამდე გაუხანგძლივა. 21 წლის ცენტრი ამჟამად ტრავმირებულია, […...
წაკითხვა
კალათბურთი

სანდრო მამუკელაშვილის მორიგი რეკორდი ამერიკაში (ვიდეო)

სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი პირადი რეკორდი დაამყარა. “სეტონ ჰოლის” ქართველმა ფორვარდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის Big East-ის […]...
წაკითხვა