ილკაი გიუნდოგანმა ცხრათვიანი ტრავმა სრულად მოირჩინა
ილკაი გიუნდოგანმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ “მანჩესტერ სიტის” ოფიციალური გვერდი იტყობინება.
საგულისხმოა, რომ თურქი ფესვების მქონე ფეხბურთელმა დაზიანება 2016 წლის 15 დეკემბერს პრემიერ ლიგის შეხვედრაში, “უოტფორდის” წინააღმდეგ მიიღო. ეს იყო მუხლის ურთულესი ტრტავმა, რომელმაც გიუნდოგანს ცრხა თვე გაუცდინა. მანამდე კი გერმანელმა, რომელიც გასულ ზაფხულში გადავიდა “სიტიში”, გულშემატკივარს თავი “ვესტ ბრომვიჩთან” და “ბარსელონასთან” გაფორმებული დუბლებით დაამახსოვრა.
ილქაის პრემიერ ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში ელიან, რომელსაც მანჩესტერული გუნდი “ევერტონის” წინააღმდეგ 21 აგვისტოს გამართავს.