‘ილოცე, რომ ჩვენი გზები არ გადაიკვეთოს!’ – ილია თოფურია რუს მებრძოლს
UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია რუსი პიოტრ იანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და მერაბ დვალიშვილს მხარი დაუჭირა.
29 იანვარს რუსმა პიოტრ იანმა Twitter-ში მის მეტოქეს, ალჯამეინ სტერლინგს მიმართა და მერაბ დვალიშვილიც ახსენა: “ჰეი, ალჯამეინ სტერლინგ, ბოლო დროს რატომ ხარ გაჩუმებული? არ იღელვო, ძალიან არ გცემ. ისე ლამაზად დაგაძინებ, რომ ვერც კი მიხვდები, რა მოხდა! და, შენს მეგობარ მერაბს შუძლია იგივე განიცადოს ჩემი ძმა დენის ლავრენტიევისაგან, იმავე ღამეს.”
იანის ამ პოსტს კომენტარებში გამოეხმაურა ილია თოფურია:
“თუ შენ ერთ-ერთ ჩვენგანთან პრობლემა გაქვს, მაშინ პრობლემა ყველა ჩვენთაგანთან გაქვს! ამიტომ, ილოცე, რომ სადმე შენი გზები ჩემთან არ გადაიკვეთოს, თორემ გაჩვენებ, როგორ შემიძლია მოგექცე”, – წერს 24 წლის ქართველი.
If you mess with one of us, you mess with all of us you fucking pussy! So pray that you don’t cross path with me anywhere because then I’ll show you how I’m going to treat you 🖕
— Ilia Topuria (@Topuriailia) January 29, 2021