იმედგაცრუებული ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ფიქრობს
“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორი საფრანგეთში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ეს უკანასკნელი ნანობს, “ბარსელონა” რომ დატოვა და ახლა “კამპ ნოუზე” დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც ცნობილი ხდება, ნეიმარმა “ბარსელონას” ხელმძღვანელებს უკვე გაუმხილა თავისი ფიქრების შესახებ. 26 წლის შემტევი თავის ყოფილ თანაგუნდელებსაც ესაუბრა ამ თემაზე.
ბრაზილიელ ფეხბურთელს ლიგა 1-ის დონე არ მოსწონს და საფრანგეთის ჩემპიონატსა და თასზე თამაშისას მოტივაციის ნაკლებობას განიცდის. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ხშირად ეს უკანასკნელი 19 წლის კილიან მბაპეს ჩრდილშიც კი ექცევა.
როდესაც 2017 წელს “პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტმა “ბარსელონას” დატოვებაში დაარწმუნა, დაპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ინდივიდუალურ პრიზებს მოაგებინებდა, თუმცა ვერც ერთი შეძლო და ვერც მეორე. ასე რომ, ნეიმარის იმედგაცრუების მიზეზეი ყველასათვის ნათელია.