იმედიცა და გულგატეხილობაც

თარიღი: ივლისი 14, 2015

საქართველოს “შვიდკაცამ” “გრან პრის” ბოლო, ექსეთერის ეტაპზე პულური სტადია მეხუთე ნომრად დაასრულა, მაგრამ პლეი’ოფში სამივე მატჩი წააგო და მერვე ადგილამდე დაეშვა.

რაკი რიოში პირდაპირ გასვლისა და “მსოფლიო რეპეშაჟშიც” ეგრევე მოხვედრის შანსი ადრევე დავკარგეთ, ჩვენი გუნდისთვის ინგლისში ასპარეზობა “ევროპის რეპეშაჟისთვის”  მზადების ბოლო ეტაპად იქცა.

ავიმატეთ სამი ოსტატი – კაპიტანი გიორგი შკინინი, დავით ლოსაბერიძე, მეთიუ ჯანი (მათე ჯანაშვილი) და შაბათს, დარში, რიგიანადაც ვიბურთავეთ, მაგრამ კვირას, წვიმაში, დაღლა და გულ’გატეხილობა მოგვეძალა.

შკინინი – ჯანი – იოსებ კიკვაძის “ხაზმა” შემოქმედებითად უტია. მორკინალთაგან ლოსაბერიძემ გამოიჩინა თავი და სათადარიგო ჰავბექი, ლევან გოგოლაშვილიც კარგად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ ძალიან ბევრს, ყველა სხვა გუნდზე მეტად, ვჯარიმდებოდით:

14 წუთა მატჩში ბარემ 7-ჯერ, თანაც ყველა’ნაირი მიზეზით: შეტევაში – ბოჭვაზე ბურთის შეფერხებისთვის, დაცვაში კი – რაქში გვერდიდან შესვლისა და ოფსაიდისთვის.

შაბათს მსაჯები მხოლოდ გვაჯარიმებდნენ, კვირას კი, გადამწყვეტ მომენტში – გერმანიასთან, წყვილი სინბინით ზედიზედ 4 წუთი ვიშვიდკაცეთ 6 კაცის ამარა და ბურთი ეგრეც ვერ მოვიხელთეთ.

ამასობაში დაგვეღალა შეტევის სული და გული “მათე ბიჭი”. უელსთან კიკვაძემ მაინც მოაწყო ბრწყინვალე სოლო და ლელოც გაიტანა, მაგრამ რეფმა შარი მოსდო, შებოჭილმა ბურთს ხელი არ გაუშვიო. არადა, იოსები მხოლოდ მოცელეს და წამის მეათედითაც არ გაუკავებიათ, ანუ ბოჭვა არ შესრულებულა.

საწყენია, რომ ბიჭები ამის შემდეგ მთლად წახდნენ და ლიტვასთან ნულზე დამარცხდნენ, რაც ჩვენი რანგის სარაგბო ქვეყანას არ ეკადრება.

სხვაფრივ, გოგოლაშვილმა ამ ბოლო მატჩის ბოლო წამებზეც ბოლომდე მისდია ლელოში შეგორებულს და დახტომით კიდეც დაამიწა კოხტად, მაგრამ თემიდას ეგრე სჩვევია, რომ წაგებულს ბოლომდე მისდგეს. 
 

ევროპის გრან პრი   III ეტაპი
ექსეთერი, სენდი პარქ (ინგ) @ საქართველოს დროით

საქართველო –

შაბ 11/07 15.36 რუსეთი

7:17

  17.56 ბელგია 27:5
  21.00 უელსი 19:7
# მ-წ სხვ
1 სფრ 3-0

+89

4 გერ 2-1

+47

9

პორ

1-2

-50

12 რუმ 0-3

-86

# მ-წ სხვ
2 ინგ 3-0

+76

6 ესპ 2-1

-22

7 ლიტ 1-2 -20
10 იტა 0-3

-34

# მ-წ სხვ
3 რუს 3-0

+53

5 საქ 2-1

+24

8 უელ 1-2

-24

11 ბელ 0-3

-53

კვი 12/07 15.36 გერმანია  (1/4ფ) 5:15
სინი 17.42 უელსი (1/2ფ) 14:17
VII 20.24 ლიტვა (ფ) 0:24

კიბე:  1 საფრანგეთი (თასი), 2 ინგლისი, 3 ესპანეთი, 4 გერმანია
5 უელსი (სინი), 6 რუსეთი, 7 ლიტვა, 8 საქართველო
9 პორტუგალია (ფიალა), 10 იტალია, 1რუმინეთი, 12 ბელგია

# საქართველოს შვიდკაცა
ექსეთერი 2015  (* დაიწყო)
რუს
7:17
ბელ
27:5
უელ
19:7
გერ
5:15
უელ
14:17
ლიტ
0:24
სულ
 

1

ზურაბ ძნელაძე (ლოკ)

 *

 *

 *

 *

 *

 =

8

ბახვა კობახიძე (ბთმ)

 * გ

 * გ

 * 2გ

 *

 

 *

 4

11

დავით ლოსაბერიძე (აია)

 *

 * ლ

 * ლ

 * ლ

 *

 *

 3ლ

5

შავლეგ მახარაშვილი (ყოჩ)

 *

 *

 *

* სბ

 

 *

 სბ

7

გიორგი შკინინი (ლოკ)

 *

 *

 * ლ

 *

 *

 

 ლ

9

მეთიუ ჯანი (ინგ)

 *

 *

 * ლ

 *

 *

 

 ლ

12

იოსებ კიკვაძე (აია)

 * ლ

 * ლ

 *

 *

* 2გ

 *

 2ლ2გ

 

2

ნიკო აფციაური (ყოჩ)

 

 

 

 

 *

 

3

ანზორ სიჭინავა (აკდ)

 

 

 

 სბ

 

 

 სბ

4

ლევან გოგოლაშვილი (ყოჩ)

 

 2ლ

 

 

* ლ

 

 3ლ

6

ირაკლი გეგენავა (ყოჩ)

 

 ლ

 

 

 

 *

 ლ

10

ლადო მიმინოშვილი (ბთმ)

 

 

 

 

ლ 

 *

 ლ

მეათემდე დავეშვით

საფრანგეთი მაისში დასრულებულ “მსოფლიო სერიაში” მე-11 ადგილზე გავიდა, მაგრამ “გრან პრის” სერიოზულად მოეკიდა, ჩინებული რაზმი შეკრიბა, სამ ეტაპზე 18-ვე თამაში მოიგო, ევროპაში ზედიზედ მეორედ იჩემპიონა და რიოს საგზური ახლავე მიიღო.

ესპანეთმა მეოთხედ’ფინალში ძლია მდევარი რუსეთი, ევროპაში მეორე ადგილი დაიბევა და გავიდა საგაისო “მსოფლიო რეპეშაჟში”, “გრან პრის” რვავე ხელმოცარულს კი დამდეგ ვიქენდზე, ლისაბონში მოუწევს ჩაუქობა.

რუმინეთი, წესითა და რიგით, გავარდა “გრან პრიდან” და გაისად პოლონეთი შეენაცვლება.  საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთი “მსოფლიო სერიის” ეტაპთა მუდმივ 15-ეულში რომ შედიან, მაგიტომ ესპანეთი და გერმანია ჩავლენ გაისად, გაზაფხულზე, ჰონკონგში, რათა 2016-17 წლების “მსოფლიო სერიაში” შესასვლელად იბრძოლონ.

ევროპაში აქამდე უცუდესი შედეგი – X ადგილი – 2005 წელს გვქონდა და რაოდენ სამწუხაროა, რომ 10 წლის თავზე, რაგბის ოლიმპიური აღორძინების წინ, ამავე პოზიციამდე დავეშვით.

# ევროპის გრან პრი 2015 ჯამი 1 2 3
 
1

საფრანგეთი

60

20

20

20
2  

ესპანეთი

50

16

18

16
3 =

ინგლისი

44

14

12

18
4 +

რუსეთი  %

38

18

10

10
5 +  

გერმანია

38

10

14

14
6 +

პორტუგალია

24

12

8

4
7 =

უელსი

22

8

2

12
8 +

ბელგია

20

3

16

1
9

+

ლიტვა

17 6 3 8
10 +

საქართველო

14

4

4

6
11 +

იტალია

11

2

6

3
12 + #

რუმინეთი

4

1

1

2
             
ეტაპი ვადა ადგილი    გავიდა 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე
    გავიდა 2016 წლის “მსოფლიო რეპეშაჟში”
    გავიდა 2016-17 წლების “მსოფლიო სერიის” შესარჩევში
+    ჩაებმება 2015 წლის “ევროპის რეპეშაჟში”, საიდანაც
 სამი მოწინავე გავა “მსოფლიო რეპეშაჟში”
=    “გრან პრიდან” ოლიმპიურ შერჩევაში არ მონაწილეობდა

#    2016 წლისთვის გავარდა “გრან პრიდან”
%    უკეთესი სხვაობით
1 67/06 მოსკოვი (რუს)
2 1314/06 ლიონი (სფრ)
3 1112/07 ექსეთერი (ინგ)
+ 1819/07 ლისაბონი (პორ)

ევროპის ყველა ჩემპიონი

პორტუგალია  

8  

(2002-2006 2008 2010-2011)

რუსეთი  

2  

(2007 2009)

ინგლისი  

2  

(2012-2013)

საფრანგეთი  

2  

(2014-2015)

საქართველო ევროპის შვიდკაცაზე

2002 II,  2003 III,  2004 VI,  2005 X,  2006 V, 2007 VII,
2008 III,  2009 V,  2010 V,  2011 VI,  2012 VIII,  2013 VIII,  2014 VIII,  2015 X

პული ძნელი გვერგო

“გრან პრის” რვავე ხელმოცარულს (რუმინეთის ჩათვლით) სარეპეშაჟოდ დაემატა პირველი ჯგუფის სამი მოწინავე – პოლონეთი, უკრაინა, ლატვია – და მეორე ჯგუფის ფალავანი ირლანდია, ვინაც, ფრიად ორიგინალური – ექსკლუზიურად დუბლინში მოფიქრებული – ფორმულის წყალობით, წელს ერთბაშად, ზედიზედ მოიგო მესამე და მეორე ჯგუფები. 

“გრან პრიზე” წლეულს სიახლე დაინერგა: დასი წინა ეტაპის შედეგის მიხედვით ოთხ დონედ იყოფოდა და წილისყრით მერეღა ნაწილდებოდა პულებად, ლისაბონის რეპეშაჟის წინ კი ორგანიზატორებმა იღბალი გამორიცხეს – კლასიკურ, მათემატიკურად დასაბუთებულ, ზიგზაგურ განთესვას დაუბრუნდნენ.

ამით პული ისევ სხვებზე ძნელი შეგვხვდა, მაგრამ თუ რიოში წასვლა გვსურს, ეს წინაღობა უნდა დავძლიოთ – ლისაბონში მოწინავე სამეულში შევიდეთ.

პულიდან ზემო რვეულში მოსახვედრად იკმარებს ერთი მოგება და ორი “ცოტათი წაგება”,  პლეი’ოფში კი სხვა ფაქტორები უნდა ავამოქმედოთ – შინაგანი, ფარული რეზერვი ჩავრთოთ, რათა გაისადაც ვიასპარეზოთ 16-გუნდა“მსოფლიო რეპეშაჟში”, რომელშიც რიოს ბოლო, მე-12 საგზური გათამაშდება.

ევროპის ოლიმპიური   რეშაჟი
ლისაბონი, ჟამორ (პორ) @ დროები გამოქვეყნდება

საქართველო –

შაბ 18/07 . იტალია

0:0

  . ირლანდია 0:0
  . რუსეთი 0:0
# მ-წ სხვ
1 რუს 0-0

=0

6 საქ 0-0

=0

7

იტა

0-0

=0

12 ირლ 0-0

=0

# მ-წ სხვ
2 გერ 0-0

=0

5 ლიტ 0-0

=0

8 რუმ 0-0

=0

11 ლატ 0-0

=0

# მ-წ სხვ
3 პორ 0-0

=0

4 ბელ 0-0

=0

9 პოლ 0-0

=0

10 უკრ 0-0

=0

კვი 19/07 . .  (1/4ფ) 0:0
. . (1/2ფ) 0:0
. . (ფ)

Rugby.GE

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ლევან საგინაშვილი რუს მეტოქეზე: “ეგონა, რომ მომიგებდა და “გამარჯობაო” ქა

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა 8 დეკემბერს საერთაშორისო ტურნირი “TOP 8” მოიგო. ტურნირში მსოფლიოს გამორჩეული მკლავჭიდელები [&he...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცინდაოს მასტერსზე

12-14 დეკემბერს ძიუდოში 2019 წლის შემაჯამებელი ტურნირი, ცინდაოს მასტერსი გაიმართება. ჩინეთში გასამართ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: რუსეთი ყველა სპორტის სახეობაში 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

მსოფლიოს ანტი-დოპინგურმა სააგენტომ რუსეთი ყველა დიდ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაზე ოთხწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს ნიშნავს იმას, […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გუჯეჯიანი: “არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ლაშამ დაწერა”

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ლაშა ბექაურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. [&hellip...
წაკითხვა
სხვადასხვა

ქართული წყვილის “აჭარული” ყინულზე – ტრიუმფით დასრულებული გრან პრი (ვიდეო

ფიგურული ციგურაობის ქართულმა წყვილმა იტალიის ქალაქ ტურინში გამართული გრან პრი ტრიუმფით დაასრულეს. მარია კაზაკოვამ და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “გაუგებრობა იყო, არაფერი არ მომხდარა”

ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მისი ცემის ფაქტი უარყო. ტელეკომპანია პირველთან სატელეფონო საუბარში ახალგაზრდა […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ბექაური: “შემათრიეს ოთახში, ათზე მეტი იყვნენ, მაგინებდნენ და მირტყამდნენ”

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. 19 წლის სპორტსმენის თქმით, მას […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ანონსი – კრივის საღამო

8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

კონორ მაკგრეგორი ბრუნდება! ირლანდიელის მორიგი ბრძოლის თარიღი ცნობილია

ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი UFC-ის უბრუნდება. 31 წლის სპორტსმენი UFC 246-ის ეგიდით, ლას ვეგასში ამერიკელ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

“ჩვეულებრივი ლაწირაკი ბავშვები” – ზაზა ნადირაძე ივანიშვილის ხატით აქციაზ

რამდენიმე დღეა, პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისში აქციები მიმდინარეობს. ახალგაზრდების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ პროტესტი ...
წაკითხვა
სხვადასხვა

როგორ გამოიყურება რუსი ტანმოვარჯიშე, რომელიც საქართველოს ნაკრების წევრი გახდა (ფოტო)

ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვა ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია. მან გასულ ზაფხულს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფედერერი – ზვერევის დაპირისპირებამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ESPN-ის მიერ დადასტურებული ცნობის თანახმად, მექსიკაში ჩატარებულ ფედერერისა და ზვერევის დაპირისპირებას საჩოგბურთო მატჩისთვის რეკორდული ოდენობის [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. მორიგი მატჩები სენაკის სპორტის სასახლეში

მორიგი მატჩები გაიმართა ხელბურთელ გოგონათა და ჭაბუკთა ჩემპიონატზე. უფროსი ასაკის ჭაბუკთა ჩემპიონატში 13 გუნდია და […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ჰაკუჰოს ჟესტი ტამავაშისთან შეხვედრაში (ვიდეო)

17 ნოემბერს, კიუშუ ბაშოს მე-8 დღეს ლეგენდარული ჰაკუჰო ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე დაამარცხა. იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

სამწუხარო ინფორმაცია: ტოჩინოშინი კიუშუ ბაშოზე ვეღარ იასპარეზებს

უცხოურ პრესაში ქართველი სუმოისტის, ტოჩინოშინის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძო...
წაკითხვა