იმერლების შოუ – 8 გოლიანი თრილერი ეროვნულ ლიგაში
ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მე-2 დღის პირველ შეხვედრაში ქუთაისის “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” მისალმებაც არ აცალა და პირველ 18 წუთში 4 გოლი გაუტანა. 2 ავტოგოლიც იყო და “ჩიხურამ” პასუი მხოლოდ 22-ე წუთზე გასცა მახარობლიძის დარტყმით.
მე-2 ტაიმში საჩხერლებმა სიტუაციის გამოსწორება სცადეს და 64-ე წუთისთვის ანგარიში 4-3 იყო. 85-ე წუთამდე დაძაბულობა პიკს აღწევდა, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ვაჟა ტაბატაძემ საბოლოო ანგარიში – 5:3 დააფიქსირა.
იმერლების სანახაობრივი თამაში.
ტორპედო 5-3 ჩიხურა
გოლები: ქიმაძე 2, სარდალიშვილი 4 (ავტოგოლი), კაშია 7 (ავტოგოლი), დოლიძე 18, ტაბატაძე 85 – მახარობლიძე 22/61, ჩიკვაიძე 64
ტორპედო: ქვილითაია – გეგეჭკორი, აზაცკი, კობახიძე, ხურცილავა – გიგაური – დოლიძე (ტაბატაძე 67), ჭიჭინაძე, ქიმაძე (წიქარიძე 82), ქავთარაძე – ზივზივაძე (კაპანაძე 68)
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
ჩიხურა: ჰამზიჩი – კორიფაძე, მაისაშვილი (მარკოზაშვილი 55), კაშია, ჩიკვაიძე – სარდალიშვილი, ჩიხლაძე, მამასახლისი, დეკანოიძე – მახარობლიძე, ფანცულაია (იონანიძე 62)
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე