იმობილეს ბენეფისი: ჩირო ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში ლევანდოვსკის გაუთანაბრდა
იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში “ვერონამ” საკუთარ კედლებში რომის “ლაციო” მიიღო. მატჩი სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 1:5 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩირო იმობილე გახდა სამი გატანილი გოლით.
ჩირო იმობილეს ბოლო ჰეთ-ტრიკი უმნიშვნელოვანესი გამოდგა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში, რადგანაც ამ შედეგით ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკის გაუთანაბრდა.
რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებული სეზონის 31 მატჩში გატანილი 34 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა დაგროვილი. იტალიელ შემტევს კი 34 გოლის გასატანად და რვა საგოლე გადაცემის გასაკეთებლად სერია A-ს 34 მატჩი დასჭირდა.
მათი უახლოესი მდევარი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 31 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს შედეგის გასაუმჯობესებლად 3 მატჩი აქვს დარჩენილი (“სამპდორია”, “კალიარი”, “რომა”), იმობილეს – 2 (“ბრეშია”, “ნაპოლი”).
აქვე გთავაზობთ “ვერონასა” და “ლაციოს” შორის გამართული მატჩის ვიდეომიმოხილვას.