ინდიანაში მოგებულ მატჩში ფაჩულიამ 6 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა

თარიღი: ნოემბერი 22, 2016

„გოლდენ სტეიტ უორიორსმა“ ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო. ზაზა ფაჩულიას გუნდმა ამჯერად ინდიანაში იმარჯვა, სადაც ადგილობრივი „პეიზერსი“ 37 ქულით – 120:83 გაანადგურა. ამით ოკლენდელებმა 4-მატჩიანი გასვლითი ტურნე დაასრულეს, რომლის განმავლობაშიც ტორონტოში, ბოსტონში, მილუოკიში და ინდიანაში იმარჯვეს.

ფაჩულია ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა, რაც ქართველმა ცენტრმა საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულას მან 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა, 1 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

თამაში იმდენად „ცალფარა“ იყო, რომ მოედანზე გოლდენსტეიტელთა ყველა კალათბურთელი გამოჩნდა. შესაბამისად, სასტარტოები დიდად არ დატვირთულან და ბოლო პერიოდში მათგან მოედანზე არავინ გამოჩენილა. მატჩის ბედი გარკვეული იყო და სტივ კერიმ ასპარეზი სათადარიგოებს დაუთმო.

საბოლოოდ ოკლენდელთაგან საუკეთესო შედეგი კლეი ტომპსონმა დააფიქსირა, რომელმაც 26 წუთში 25 ქულა მიითვალა. 22 ქულა და 6 პასი ჰქონდა სტეფ კარის, ხოლო კევინ დურანტმა 27 წუთში 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა.

12 მოგებითა და 2 მაცხით „გოლდენ სტეიტი“ „კლიპერსთან“ ერთად დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. 24 ნოემბერს ოკლენდელები „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ უმასპინძლებენ, რომელთანაც ამ სეზონში შინ წაგება აქვთ და რევანშის ასაღებად არიან მომართულები.

GBF.GE

მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ელენე ლოლაძე: “თორნიკე შენგელიამ მთხოვა, რომ ეს ამბავი საიუდმლოდ დაგვეტოვებინა”

ქართველი კიკბოქსიორი, ელენე ლოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძემ წერს, რომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის მიუღებელია საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს”

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის შემდეგ

მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ცსკა-ში ითამაშებს

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათურთელმა ესპანური “ბასკონია” დატოვა და რუსულ [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელია: “იმედი მაქვს, ჩემი ქვენისა და ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე ტელეკომპანია იმედთან ინ...
წაკითხვა
კალათბურთი

იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი თავკცი იგორ კოკოშკოვი “ფენერბაჰჩეს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. მხარეებს შორის სამწლიან [...
წაკითხვა
კალათბურთი

ბილწსიტყვაობის გამო, შესაძლოა, NBA-ს პირდაპირ ეთერში აღარ გაუშვან

მსოფლიოში მძვინვარე პანდემიის ფონზე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაც იძულებულია, რომ სეზონი დახურულ კარს მიღმა განაახლოს. NBA-ს […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას პასუხი, როცა ესპანეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ შეკითხვა ცსკა-ზე დაუსვეს

30 ივნისს, თორნიკე შენგელიამ “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი მოიგო. მისმა გუნდმა ფინალში “ბარსელონა” 69...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა!

თორნიკე შენგელია “ბასკონიასთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ქართველი კალათბურთელის გუნდი ფინალში “ბარსელონას” დაუპირისპირდ...
წაკითხვა
კალათბურთი

მაიკლ დიქსონი: “მომეცით ჩემი ბიჭის ნახვის საშუალება!”

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზირებულმა მოთამაშემ, მაიკლ დიქსონმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა. ამერიკისა და საქართველოს [&...
წაკითხვა