ინძაგი: “ბოლო ორ მატჩში ჩვენი თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა”
იტალიური “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ “კიევოსთან” გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ “როსონერიმ” ბოლო ორ შეხვედრაში თამაშის ხარისხი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს, იტალიის ჩემპიონატში “კიევომ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.
“ზედიზეზ მეორე მატჩია, რაც საკუთარ კარში გოლი არ მიგვიღია. ცუდია, რომ საგოლე მომენტები ხელიდან გავუშვით. ვფიქრობ, ბოლო ორ მატჩში თამაშის ხარისხი გავაუმჯობესეთ. მატია დესტრომ კარგად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროა, რომ გოლი ვერ გაიტანა”, – თქვა ინძაგიმ.