ინძაგი: “ბოლო წლებში “მილანისთვის” ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია”
ფილიპო ინძაგის აზრით, ბოლო წლებში “მილანისთვის” მან უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე სხვა რომელიმე მწვრთნელმა.
როგორც იცით, ინძაგიმ “მილანის” შემდეგ “ვენეცია” ჩაიბარა და ლეგა პრო კოპა იტალიას მოგების შემდეგ, სერია ბ-შიც გადაიყვანა საკუთარი გუნდი.
“უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ამით ვცხოვრობ.
მწვრთნელის კარიერა ფეხბურთელისაზე გაცილებით უფრო რთულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ წარმატება უფრო მეტად გსიამოვნებს. ბოლო გამარჯვება კი ყოველთვის ყველაზე ლამაზი რამ არის.
“მილანში” მუშაობისას ბევრი სირთულეების გადალახვა მომიწია. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ბოლო წლებში “მილანისთვის” ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია.
აქ მუშაობით დიდ სიამოვნებას ვიღებ, დღეში 20 საათი სწორედ ამაზე ვფიქრობ და ბედნიერი ვარ. ვიცოდი, რომ თუ შანს მომცემდნენ, ამას აუცილებლად გამოვიყენებდი,” – აცხადებს ინძაგი.