ინძაგი: “იმედი მაქვს, რომ “მილანში” დავრჩები”
იტალიური “მილანის” თავკაცს, ფილიპო ინძაგის იმედი აქვს, რომ ის გუნდში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ 16 მარტს, იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში, “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ მარცხის შემდეგ, “როსონერი” ჩემპიონატის ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს.
“ვიგებდით და სამწუხაროა, რომ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. “ფიორენტინა” ძლიერი გუნდია, ამიტომ ამ მოწინააღმდეგესთან მოდუნება არ შეიძლება. ნაწყენი ვარ, რადგან გამარჯვებას ვიმსახურებით. ჩემი მომავალი? კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მე კი, იმედი მაქვს, რომ “როსონერიში” დავრჩები”, – ამბობს ინძაგი.