ინძაგი: „იმედია, „მილანის“ მთავარ მწვრთნელად დავრჩები“
„მილანის“ მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი თავის პოსტზე დარჩენას იმედოვნებს.
„კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და მისი სიტყვების მჯერა. „მილანის“ გაყიდვა ჯერ არ გადაწყდა. ასეა თუ ისე, ნებისმიერი გადაწყვეტილება კლუბისთვის დადებითი იქნება.
იმედია, გუნდში დავრჩები და ჩემი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ვიმუშავებ. სეზონის ყოველი დარჩენილი მატჩისთვის ჩემპოიონთა ლიგის მსგავსად ვემზადებით.
ჩემს სამუშაოსთან დაკავშირებით ბერლუსკონისა და გალიანის აზრი ვიცი. სამწუხაროა, რომ მათ ნდობას სათანადო შედეგებით ვერ ვპასუხობ“, – განაცხადა პიპომ.